არჩეულ მასალაზე გადასვლა

ერთი დის დანგრეული სახლი (დედაქალაქ პორტ-ვილასთან ახლოს)

17 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ვანუატუ

ვანუატუს ციკლონმა გადაუარა

ვანუატუს ციკლონმა გადაუარა

2023 წლის 1 და 4 მარტს ვანუატუს ორმა მე-4 კატეგორიის ციკლონმა გადაუარა. პირველ ციკლონს დიდი ზარალი არ გამოუწვევია. თუმცა მალევე მეორე ციკლონი წარმოიქმნა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე კუნძულს, მათ შორის ეფატეს კუნძულს.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.

  • მთლიანად დაინგრა 3 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 30 სახლი.

  • დაზიანდა 2 დარბაზი.

დაზარალებული და-ძმები

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები დაზარალებულებს სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს და-ძმებს ახლა მძიმე დრო უდგათ, გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს და დაამშვიდებს მათ (ფსალმუნი 94:19).