არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამთვალიერებლები jw.org-ის ჯიხურთან

13 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ზიმბაბვე

ზიმბაბვეში გამართული საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა

ზიმბაბვეში გამართული საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა

2023 წლის 25—29 აპრილს ზიმბაბვეს ქალაქ ბულავაიოში ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო გამოფენა გაიმართა, სადაც 22 ქვეყნიდან 500 საგამოფენო დახლი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში 60 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლეს. იეჰოვას მოწმეებს პუბლიკაციები საგანმანათლებლო სექციაში ჰქონდათ წარმოდგენილი.

ბიბლიური ლიტერატურა ათ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის, ზიმბაბვურ ჟესტურ ენაზე. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ბიბლიის ინტერაქტიული სასწავლო კურსი. მთლიანობაში 12 000-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა და 450-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა. ეუქებია მუკურამ, რომელიც ჯიხურთან მისულ დამთვალიერებლებს ეგებებოდა, თქვა: „ბევრი სიხარულით თანხმდებოდა უფასო ბიბლიის შესწავლას. გვიხაროდა მათგან იმის მოსმენა, რომ ერთი სული ჰქონდათ, როდის მივაკითხავდით“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“. ერთმა ქალმა ყური მოჰკრა, როგორ კითხულობდნენ ნდებელე ენაზე ბიბლიის ამ თარგმანს. ის გაოცებული დარჩა თარგმანის სიმარტივით და ერთი ეგზემპლარი მოითხოვა თავისთვის. კიდევ ერთმა ქალმა ჩვენს დას აჩვენა, რომ ტელეფონში აპლიკაცია „jw ბიბლიოთეკა“ ჰქონდა ჩამოტვირთული. როგორც აღმოჩნდა, აპლიკაცია იმიტომ ჩამოუტვირთავს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია ჰქონოდა.

და ჯილიან ელერმანმა, რომელიც დამთვალიერებლებს დახმარებას უწევდა, აღნიშნა: „დაუვიწყარი გამოფენა იყო, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იეჰოვას განდიდების განსაკუთრებული შესაძლებლობა გვქონდა“.

აშკარაა, ზიმბაბვეში ჩვენი და-ძმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).