არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 22 აპრილი
ზიმბაბვე

იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია შონა ენაზე

იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია შონა ენაზე

2019 წლის 17 მარტს ზიმბაბვეში, ჰარარეს საკონგრესო დარბაზში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, ძმა კენეთ კუკმა გამოაცხადა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის გამოცემის შესახებ შონა ენაზე. ამ თარგმანზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღნიშნულ შეხვედრას დაახლოებით 2 500 და-ძმა ესწრებოდა. გარდა ამისა, 43 000 ადამიანი 295 სამეფო და 4 საკონგრესო დარბაზში პირდაპირი ტრანსლაციით ისმენდა შეხვედრას. ერთმა ძმამ თქვა: „ერთი სული მაქვს, როდის გამოვიყენებ ამ ახალ თარგმანს მსახურებაში. თარგმანი მარტივ ენაზეა შესრულებული და გულს ეხება, ამიტომაც გიჩნდება სურვილი, მეტი და მეტი იკითხო. მადლობა იეჰოვას ასეთი მშვენიერი საჩუქრისთვის“.

ამ ახალ გამოცემას გამოიყენებს დაახლოებით 38 000 მაუწყებელი, რომლებიც შონაენოვან ველზე მსახურობენ. ის აგრეთვე დიდ დახმარებას გაგვიწევს 9 000 000-ზე მეტ ადამიანთან ქადაგებისას, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ და ზიმბაბვეს მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენენ.

ბიბლიის ყოველი ახალი თარგმანის გამოცემა იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს და-ძმების დაუღალავ შრომას, რასაც მისი სიტყვის თარგმნისას ეწევიან. გვიხარია, რომ ბიბლია უფრო და უფრო მეტი მკითხველისთვის ხდება ხელმისაწვდომი მშობლიურ ენაზე (საქმეები 2:8).