არჩეულ მასალაზე გადასვლა

სამეფო დარბაზი ტორტოლაში შეკეთებამდე და შეკეთების შემდეგ. ეს სამეფო დარბაზი ერთ-ერთი იყო იმ ხუთი დარბაზიდან, რომლებიც ქარიშხალმა „მარიამ“ დააზიანა და აღდგენითი სამუშაოების პირველ ეტაპზე შეკეთდა

2018 წლის 19 იანვარი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეები ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებს დახმარების ხელს უწვდიან

იეჰოვას მოწმეები ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებს დახმარების ხელს უწვდიან

ნიუ-იორკი — კარიბის ზღვის აუზში მოქცეულ კუნძულებსა და ახლომდებარე ტერიტორიებზე, რომლებსაც 2017 წლის სექტემბერში დამანგრეველი ქარიშხალი „ირმა“ და „მარია“ დაატყდა თავს, აღდგენითი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. ბარბადოსში, კუბაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დახმარებას უწევენ და-ძმები დაზარალებულ თანამორწმუნეებს.

ბარბადოსის ფილიალის ტერიტორიები: ანტიგუა და ბარბუდა, ანგილია, დომინიკა და სინტ-მარტენი (ჰოლანდიური ნაწილი)

დაზარალებულთა დახმარების სამმა კომიტეტმა, რომელთაგან ერთ-ერთის ჩამოყალიბებაში უშუალოდ საფრანგეთის ფილიალი იყო ჩართული, ადგილობრივი და-ძმებისგან ჩამოაყალიბა ჯგუფები, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოწმეებს. ბარბადოსის ფილიალის ტერიტორიაზე დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 2.4 მილიონ დოლარს შეადგენს. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება 8 სამეფო დარბაზსა და 122 სახლს, ხოლო 19 სახლი თავიდან აშენდება.

ქარიშხალ „მარიას“ შედეგად დანგრეული სამეფო დარბაზი გრენდ ბეიში (დომინიკა)

კუბის ფილიალის ტერიტორია

როგორც კუბის ფილიალი იტყობინება, ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულ და-ძმებს მოწმეები საჭირო დახმარებას უწევენ. გარდა ამისა, ფილიალის წარმომადგენლები ინახულებენ დაზარალებულ თანამორწმუნეებს და ამხნევებენ მათ.

დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალის ტერიტორია

დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი ორგანიზებას უწევს 57 დაზარალებული იეჰოვას მოწმის დახმარებას. ადგილობრივმა და-ძმებმა დაზარალებულები საკვებით, წყლით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით მოამარაგეს. გარდა ამისა, ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდა დაზიანებული სახლების გაწმენდა და შეკეთება.

საფრანგეთის ფილიალის ტერიტორიები: გვადელუპა და სენ-მარტენი

საფრანგეთის ფილიალმა კუნძულ სენ-მარტენზე ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, ხოლო კუნძულ გვადელუპაზე გახსნა დახმარების ცენტრი. მათი მეშვეობით ფილიალმა ორგანიზება გაუწია სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. სამუშაოები მოიცავს 12 სამეფო დარბაზის შეკეთებას კუნძულ გვადელუპაზე და 2 სამეფო დარბაზისა და 24 სახლის შერემონტებას კუნძულ სენ-მარტენზე. აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება საფრანგეთიდან, გვადელუპადან და მარტინიკადან ჩამოსული 22 მოხალისე.

ჩვენი თანამორწმუნის კერძო საკუთრება, რომელიც ქარიშხალმა „მარიამ“ გაანადგურა

შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიები: ბრიტანეთისა და აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, ფლორიდა, ჯორჯია, პუერტო-რიკო და ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები

შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიაზე 13 000-ზე მეტი მაუწყებელი დაზარალდა. ამჟამად მათ დახმარებას ორგანიზებას უწევს დაზარალებულთა დახმარების ოთხი კომიტეტი. აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ და-ძმებმა დაზიანებული სახლების 95 პროცენტი უკვე შეაკეთეს და დაზარალებულები საკვებით, წყლით და საჭირო ნივთებით მოამარაგეს. აღდგენითი სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს პუერტო-რიკოში და ბრიტანეთისა და აშშ-ის ვირჯინის კუნძულებზე.

მოხალისეები ასუფთავებენ ერთ-ერთი თანამორწმუნის სახლს, რომელიც ქარიშხლის შედეგად დაზიანდა. სტიქიამ მთლიანობაში 3 200-ზე მეტი მაუწყებლის სახლი დააზიანა პუერტო-რიკოში

სამეფო დარბაზებისა და ჩვენი და-ძმების სახლების აღდგენით სამუშაოებში სულ 690 მოხალისეა ჩართული. აქედან 450 მოხალისე კუნძულებზე მუშაობს, ხოლო 240 — ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებში. აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 30 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. იეჰოვას მოწმეები გეგმავენ, შეაკეთონ:

  • ბრიტანეთისა და აშშ-ის ვირჯინის კუნძულებზე 5 სამეფო დარბაზი და 190 სახლი

  • ფლორიდაში 40 სამეფო დარბაზი და 1 174 სახლი

  • პუერტო-რიკოში 106 სამეფო დარბაზი, 2 საკონგრესო დარბაზი და 1 216 სახლი

  • ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე 2 სამეფო დარბაზი და 56 სახლი

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ გააძლიეროს ის და-ძმები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდიან. გვჯერა, რომ გაწეული დახმარების წყალობით და-ძმები გაუმკლავდებიან არსებულ მდგომარეობას და განაგრძობენ ჩვენი დიდებული ღვთის, იეჰოვას მსახურებას.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ბარბადოსი: ჯონ მედფორდი, ტელ. +1-246-438-0655

დომინიკელთა რესპუბლიკა: ხოსე ფელისი, ტელ. +1-809-595-4007

საფრანგეთი: გაი კანონისი, ტელ. +33-2-32-25-55-55