არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 20 იანვარი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

JW ბიბლიოთეკის მეშვეობით უკეთ გამოიყენებთ ახალ სასწავლო სახელმძღვანელოს

JW ბიბლიოთეკის მეშვეობით უკეთ გამოიყენებთ ახალ სასწავლო სახელმძღვანელოს

2021 წლის იანვარში ხელმძღვანელმა საბჭომ გამოაცხადა, რომ გამოიცა ახალი წიგნი და ბროშურა, სახელწოდებით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ეს ახალი პუბლიკაციები და სწავლების ინტერაქტიული მეთოდი გვეხმარება, უფრო ეფექტიანად ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლები.

ახლახან JW ბიბლიოთეკას დაემატა ახალი ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც მასწავლებლებისთვისაც და შემსწავლელებისთვისაც უფრო სასიამოვნო გახდება წიგნისა და ბროშურის ელექტრონული ვერსიების გამოყენება. კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ დროს დაუთმობთ და გაეცნობით ამ ახალ ფუნქციებს.

  • თქვენი შემსწავლელისთვის რომელიმე კონკრეტულ აზრზე ხომ არ გსურთ ყურადღების გამახვილება გაკვეთილიდან? მაშინ ტექსტში მონიშნეთ ის აბზაცი, რომლის გაგზავნაც გინდათ. აირჩიეთ „გაზიარება“ და გაუგზავნეთ კონკრეტული აბზაცის ბმული შემსწავლელს.

  • გინდათ რომელიმე აბზაცის აუდიოჩანაწერს მოუსმინოთ შემსწავლელთან ერთად? მონიშნეთ აბზაცი, აირჩიეთ „ჩართვა“ და ჩართეთ აბზაცის ჩანაწერი.

  • შესაძლოა თქვენი შემსწავლელი წიგნის ბეჭდურ ვერსიას იყენებს, თქვენ კი — ელექტრონულს. გინდათ ნახოთ, როგორ გამოიყურება იგივე გვერდი ბეჭდურ ვერსიაში? გახსენით „მეტი“ (დააჭირეთ ზემო მარჯვენა კუთხეში მოცემულ სამ წერტილს), აირჩიეთ „ბეჭდური გამოცემა“. უკან დასაბრუნებლად დააჭირეთ „ელექტრონულ გამოცემას“ იმავე მენიუში.

  • გსურთ, დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დაინახონ, როგორ მიიწევენ წინ? წაახალისეთ ისინი, რომ გაკვეთილის ბოლოს მოცემულ ჩარჩოში ჩაინიშნონ გაკვეთილის დასრულების თარიღი და ჩაიწერონ თავიანთი დავალება ან მიზანი. მათ აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ „ბიბლიის კითხვის გეგმა“ და მონიშნონ წაკითხული თავი.