არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 2 დეკემბერი
პანამა

ძლიერი შტორმი ცენტრალურ ამერიკაში

ძლიერი შტორმი ცენტრალურ ამერიკაში

2016 წლის 23 ნოემბერს კოსტა–რიკას, პანამასა და ნიკარაგუას ქარიშხალმა „ოტომ“ გადაუარა. ქარიშხალს ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. თავდაპირველი მონაცემებით, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა. სამწუხაროდ, პანამაში მეწყერის შედეგად იეჰოვას მოწმე ერთი წყვილი გარდაიცვალა, ერთი მოწმე კი დაშავდა. იეჰოვას მოწმეებმა სტიქიით დაზარალებულ თანამორწმუნეებს სულიერი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინეს.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც ნიუ-იორკში განთავსებულ მთავარ სამმართველოში მსახურობს, თვალყურს ადევნებს სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და, თუ საჭირო გახდება, ის სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტს უფლებას მისცემს, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავები დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყენოს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-845-524-3000

კოსტა-რიკა: პედრო ხოსე ნოვოა ვარგასი, ტელ. 506-8302-8499

ნიკარაგუა: გილიერმო ხოსე პონსე ესპინოსა, ტელ. 505-8856-1055

პანამა: დარიო ფერნარდო დე სუზა, ტელ. 507-6480-3770