არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 5 ოქტომბერი
პორტუგალია

გამოიცა „მათეს სახარება“ კაბოვერდიანუ ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ კაბოვერდიანუ ენაზე

ამა წლის 25 სექტემბერს პორტუგალიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა მარიო პინტო დე ოლივეირამ, გამოაცხადა, რომ ელექტრონული ფორმატით გამოიცა „მათეს სახარება“ კაბოვერდიანუ ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა პორტუგალიის ფილიალიდან. ეს პროგრამა მთლიანობაში 3 812-მა დამსწრემ მოისმინა, რომლებიც კაბო-ვერდესა და პორტუგალიაში დარბაზებში იყვნენ შეკრებილნი.

კაბოვერდიანუ პორტუგალიურის საფუძველზე წარმოქმნილი კრეოლური ენაა, რომელზეც კაბო-ვერდეს მოსახლეობა საუბრობს. კაბო-ვერდეში სამქადაგებლო საქმიანობას პორტუგალიის ფილიალი ზედამხედველობს.

კაბოვერდიანუენოვანი მთარგმნელობითი ოფისი (კაბო-ვერდე, სანტიაგო, პრაია)

ამ ახალი გამოცემის შესახებ ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „მართალია, ჩვენს ენაზე ბიბლიის ზოგიერთი წიგნის თარგმანი არსებობს, მაგრამ ხალხისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ბევრი ამ ახალი გამოცემის წყალობით პირველად წაიკითხავს ღვთის სიტყვას მშობლიურ ენაზე“.

კიდევ ერთი მთარგმნელი ამბობს: „ეს ახალი გამოცემა ადვილად წასაკითხი და მარტივი გასაგებია. თანაც მასში ისეთი სიტყვებია გამოყენებული, რომლებსაც ყოველდღიურ საუბრებში ვიყენებთ. ეს ძვირფასი საჩუქარი იეჰოვასგან დიდ დახმარებას გაგვიწევს მსახურებაშიც. ახლა ქადაგების დროს სიტყვების ახსნა კი აღარ მოგვიწევს, არამედ აზრებზე გავამახვილებთ ყურადღებას და შევძლებთ სათქმელის გულამდე მიტანას“.

„მათეს სახარების“ კაბოვერდიანუ ენაზე გამოცემა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს სურს, მისი სიტყვა ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, ვინც მას ეძებს (საქმეები 10:34, 35).