იოანეს გამოცხადება 13:1—18

  • ზღვიდან ამომავალი შვიდთავიანი მხეცი (1—10).

  • მიწიდან ამომავალი ორრქიანი მხეცი (11—13).

  • შვიდთავიანი მხეცის ქანდაკება (14, 15).

  • მხეცის ნიშანი და რიცხვი (16—18).

13  დრაკონი ზღვის ქვიშაზე დადგა. ვიხილე ზღვიდან ამომავალი+ ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცი,+ რომელსაც რქებზე ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები ჰქონდა.  მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქს* ჰგავდა, მაგრამ ფეხები დათვისას მიუგავდა, პირი კი — ლომისას. მისცა დრაკონმა+ მხეცს თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება.+  მას ერთ თავზე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ შეუხორცდა,+ და მთელი დედამიწა აღტაცებული გაჰყვა მხეცს.  მათ თაყვანი სცეს დრაკონს, რადგან მან მისცა ძალაუფლება მხეცს. თაყვანი სცეს მხეცსაც და თქვეს: „ვინ შეედრება ამ მხეცს და ვინ შეებრძოლება მას?!“  მიეცა მას პირი, რომელიც ამპარტავნულად ლაპარაკობდა და მკრეხელობდა. მიეცა ძალაუფლებაც, რომ 42 თვე+ ემოქმედა.  გააღო მან პირი ღვთის საგმობად,+ რათა დაეგმო მისი სახელი, მისი სამყოფელი და ზეცის მკვიდრნიც.+  მას ნება მიეცა, შებრძოლებოდა წმინდებს და დაეპყრო ისინი.+ მიეცა მას ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.  დედამიწის მკვიდრნი თაყვანს სცემენ მას. ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული არცერთი მათგანის სახელი არ ჩაწერილა დაკლული კრავის+ სიცოცხლის გრაგნილში.+  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს.+ 10  ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წავა. ვინც სხვას მახვილით მოკლავს*, მახვილითვე+ უნდა მოკვდეს. ამიტომ წმინდებს+ მოთმინება+ და რწმენა სჭირდებათ.+ 11  ვიხილე სხვა მხეციც, მიწიდან ამომავალი. მას ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, მაგრამ დრაკონივით+ ლაპარაკობდა. 12  ის ისეთივე ძალაუფლებით მოქმედებს, როგორითაც პირველი მხეცი,+ და მის თვალწინ მოქმედებს. იგი დედამიწასა და მის მკვიდრთ აიძულებს, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა.+ 13  ის დიდ სასწაულებს ახდენს და ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა თვალწინ. 14  მას შეცდომაში შეჰყავს დედამიწის მკვიდრნი სასწაულებით; მას ნება მიეცა, რომ ეს სასწაულები მხეცის თვალწინ მოეხდინა. იგი დედამიწის მკვიდრთ ეუბნება, იმ მხეცის ქანდაკება გააკეთონ,+ მახვილით სასიკვდილო ჭრილობა რომ ჰქონდა მიყენებული, მაგრამ გადარჩა.+ 15  მას ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა, რათა მხეცის ქანდაკებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ დახოცილიყო ყველა, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ქანდაკებას. 16  ის ყველას აიძულებს, დიდსაც და მცირესაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, თავისუფალსაც და მონასაც, რომ ნიშანი დაიდონ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე+ 17  და რომ ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი+ ან მისი სახელის რიცხვი.+ 18  ამიტომაცაა სიბრძნე საჭირო; გამჭრიახმა გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს ადამიანის რიცხვია. მისი რიცხვია 666.+

სქოლიოები

იგივე ლეოპარდი.
ან შესაძლოა: „ვინც მახვილითაა მოსაკლავი“.