ესაია 42:1—25

  • ღვთის მსახური და მისი დავალება (1—9).

    • იეჰოვაა ღვთის სახელი (8).

  • ახალი სიმღერა იეჰოვას განსადიდებლად (10—17).

  • ისრაელი ბრმა და ყრუა (18—25).

42  „აი ჩემი მსახური,+ რომელსაც მხარს ვუჭერ! ჩემი რჩეული,+ რომელიც მოვიწონე!+ ჩემი სული* დავავანე მასზე;+სამართალს გაუჩენს ხალხებს.+   არ იყვირებს და ხმას არ აუწევს,ქუჩაში ვერ გაიგონებენ მის ხმას.+   გადატეხილ ლერწამს არ მოტეხსდა მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს.+ ერთგულად აღასრულებს სამართალს.+   არ ჩაიბჟუტება და არ გადატყდება; სამართალს აღასრულებს დედამიწაზე.+მის კანონს ელიან კუნძულები“.   აი, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა,ცის შემოქმედი და მისი გადამჭიმავი,+დედამიწისა და მისი ნაყოფის გამშლელი,+მასზე მცხოვრებთათვის სუნთქვის ჩამდგმელი+ და მასზე მოარულთათვის სულის შთამბერავი:+   „მე, იეჰოვამ, მოგიხმე სიმართლით და ჩაგჭიდე ხელი.დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის,+სინათლედ — ერებისთვის,+   რათა თვალები აუხილო უსინათლოებს,+დილეგიდან დაიხსნა პატიმრებიდა სატუსაღოდან — სიბნელეში მსხდომნი.+   მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი.ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას,არც ჩემს ქებას — კერპებს.+   აი, შესრულდა, რაც დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე;ახლა ახალ რამეს ვაცხადებ. სანამ გამოჩნდება, გაუწყებთ“.+ 10  უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+სიმღერით განადიდეთ დედამიწის კიდეებიდან,+თქვენ, ვინც საზრდოობთ ზღვით და ყოველივეთი, რაც მასშია,თქვენ, კუნძულებო და მისნო მკვიდრნო!+ 11  ხმა აღიმაღლონ უდაბნომ და მისმა ქალაქებმა,+დასახლებებმა, სადაც კედარი+ მკვიდრობს! სიხარულით იყიჟინონ კლდეთა მკვიდრებმა!მთათა მწვერვალებიდან იყიჟინონ მათ! 12  დიდება მიაგონ იეჰოვას;აქონ ის კუნძულებზე!+ 13  ვაჟკაცივით გამოვა იეჰოვა,+ მებრძოლივით მოშურნეობით აღივსება.+ ყიჟინას დასცემს, საომარ ყიჟინასდა სძლევს თავის მტრებს.+ 14  „დიდხანს ვდუმდი, ვდუმდი და თავს ვიკავებდი. მშობიარე ქალივითავკვნესდები, ავხვნეშდები და სუნთქვა შემეკვრება. 15  მოვსპობ მთებსა და გორებსდა გავახმობ მთელ მათ მცენარეულობას. მდინარეებს კუნძულებად ვაქცევდა ამოვაშრობ ლერწმიან ტბორებს.+ 16  მათთვის უცნობი გზით ვატარებ უსინათლოებს+და მათთვის უცნობ სავალს გავატკეპნინებ.+ ბნელს ნათლად ვუქცევ+და ოღროჩოღროს — ვაკედ.+ ამას გავაკეთებ მათთვის, არ მივატოვებ მათ“. 17  უკუიქცევიან და დიდად შერცხვებიანისინი, ვინც გამოთლილ კერპებზე ამყარებენ იმედსდა ჩამოსხმულ კერპებს ეუბნებიან, ჩვენი ღმერთები ხართო.+ 18  ისმინეთ, ყრუებო,გაიხედეთ და დაინახეთ, ბრმებო!+ 19  ვინ არის ჩემი მსახურივით ბრმადა ჩემი წარგზავნილი მაცნესავით ყრუ? ვინ არის მასავით ბრმა, ვინც დავაჯილდოვე,იეჰოვას მსახურივით ბრმა?+ 20  ბევრ რამეს ხედავ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ. ისმენ, მაგრამ არ გესმის.+ 21  თავისი სიმართლის გულისთვისმოისურვა იეჰოვამ, რომ განედიდებინა და აღეზევებინა კანონი. 22  ეს ხალხი გაქურდული და გაძარცულია;+ყველანი გამოქვაბულებში და სატუსაღოებში არიან გამომწყვდეულნი.+ ისე გაქურდეს, რომ მხსნელი არ გამოჩენილა,+ისე გაძარცვეს, რომ არავის უთქვამს, დააბრუნეთო. 23  ვინ დაუგდებს ამას ყურს? ვინ მიაქცევს ყურადღებას და ვინ ისწავლის სამომავლოდ? 24  ვინ გააქურდვინა იაკობიდა ვინ გააძარცვინა ისრაელი? განა იეჰოვამ არა, რომელსაც შესცოდეს?! არ ისურვეს მისი გზით სიარულიდა არ დაემორჩილნენ მის კანონს.+ 25  ამიტომ რისხვას ღვრიდა მასზე,მრისხანებას და ომის ქარცეცხლს,+ მის ირგვლივ ყოველივეს რომ შთანთქავდა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა;+ მის წინააღმდეგ ბრიალებდა, მაგრამ ის გულთან ახლოს არ იკარებდა.+

სქოლიოები

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).