იგავები 12:1—28

  • შეგონების მოძულე უგუნურია (1).

  • დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა (18).

  • მშვიდობას სიხარული მოაქვს (20).

  • „ცრუ ბაგეები სძულს იეჰოვას“ (22).

  • „წუხილი კაცს გულს უმძიმებს“ (25).

12  დარიგების მოყვარულს ცოდნა უყვარს,+შეგონების მოძულე კი უგუნურია.+   იეჰოვა კარგ ადამიანს იწონებს,ავისმზრახველს კი განსჯის.+   ბოროტი წარმატებული ვერ იქნება,+მართლის ფესვი კი არასოდეს ამოიძირკვება.   კარგი ცოლი ქმრის გვირგვინია,+ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას.+   მართალთა ფიქრები სამართლიანია,ბოროტთა რჩევები კი შეცდომაში შემყვანია.   ბოროტთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებული მტერივითაა,+მართლებს კი თავიანთი ბაგეები იხსნის.+   ბოროტები ამოიძირკვებიან და აღარ იქნებიან,მართალთა სახლი კი სამუდამოდ იდგება.+   გონივრულად მოლაპარაკე ქებას დაიმსახურებს,+ბოროტი გულის მქონეს კი შეიძულებენ.+   ჯობია, განსაკუთრებულ პატივს არ მოგაგებდნენ და მსახური გყავდეს,ვიდრე საკუთარ თავს განადიდებდე და პური გენატრებოდეს.+ 10  მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს,+ხოლო ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა. 11  ვინც თავის მიწას ამუშავებს, სარჩო არ მოაკლდება,+ამაოებას გამოდევნებული კი უგუნურია. 12  ბოროტს შურს ბოროტისა, რომელმაც ხელში ნადავლი ჩაიგდო,მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს. 13  ბოროტს თავისივე ცოდვილი ბაგეები გააბამს მახეში,+მართალი კი თავს დაიხსნის გასაჭირისგან. 14  კაცს თავისი ბაგის ნაყოფი სიკეთეს მოუტანს;+მისი შრომა დაჯილდოვდება. 15  უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია,+რჩევის მომსმენი კი ბრძენია.+ 16  უგუნური წყენას მაშინვე ამჟღავნებს,+წინდახედული კი უპასუხოდ ტოვებს შეურაცხყოფას. 17  პატიოსანი მოწმე სიმართლეს იტყვის,ცრუმოწმე კი — სიცრუეს. 18  დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა,ბრძენის ენა კი — მკურნალივით.+ 19  მართალთა ბაგე არასოდეს მოისპობა,+მატყუარა ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება.+ 20  ავისმზრახველს გულში მზაკვრობა უდევს,მშვიდობისმყოფელს კი — სიხარული.+ 21  მართლებს არაფერი დაუშავდებათ,+ბოროტებს კი მრავალი უბედურება დაატყდებათ.+ 22  ცრუ ბაგეები სძულს იეჰოვას,+ერთგულნი კი გულს უხარებენ მას. 23  წინდახედული კაცი თავის ცოდნას არ წარმოაჩენს,უგუნური კი სისულელეს აფრქვევს.+ 24  მუყაითი იხელმწიფებს,+ზარმაცი კი მონურად იმუშავებს.+ 25  წუხილი კაცს გულს უმძიმებს,+ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს.+ 26  მართალი საგულდაგულოდ არჩევს საძოვრებს,ბოროტს კი აღებული გეზი გზა-კვალს ურევს. 27  ზარმაცი ნადირობისას ცხოველს არ გაედევნება,+კაცისთვის გულმოდგინება ძვირფასი განძია. 28  სიმართლის გზაზე სიარულს სიცოცხლე მოაქვს;+მის ბილიკზე სიკვდილს არ გადაეყრები.

სქოლიოები