იობი 38:1—41

  • იეჰოვა მაგალითების მეშვეობით ხსნის, თუ რამდენად უსუსურია ადამიანი (1—41).

    • „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?!“ (4—6).

    • „ყიჟინებდნენ ღვთის ძეები“ (7).

    • კითხვები ბუნების კანონების ირგვლივ (8—32).

    • „კანონებს ემორჩილებიან ციური სხეულები“ (33).

38  იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან მიუგო:+  „ვინ არის ეს, ჩემს რჩევას რომ არად აგდებსდა უცოდინარობით ლაპარაკობს?!+   წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც ვაჟკაცს შეჰფერის;შეგეკითხები და მიპასუხე.   სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?!+ მითხარი, თუ იცი!   იცი, ვინ დაუწესა მას საზღვრები,და ვინ გაზომა ლარით?!   სად ჩაეყარა საძირკველიდა ვინ დაუდო ქვაკუთხედი,+   რის გამოც ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები+და ყიჟინებდნენ ღვთის ძეები?!+   ვინ აღუმართა ზღვას კარიბჭე,+თითქოსდა საშვილოსნოდან ამოხეთქილს,   როცა ღრუბლებით შევმოსედა წყვდიადში გავხვიე, 10  საზღვრები დავუდე,კარიბჭეები და ურდულები დავუყენე,+ 11  და ვუთხარი, აქამდე მოხვალ, ზღვარს არ გადმოხვალ,აქ გაჩერდება შენი მედიდური ზვირთები-მეთქი?!+ 12  გიბრძანებია ოდესმე დილისთვისან გიუწყებია განთიადისთვის ადგილი,+ 13  რომ მოეცვა დედამიწის კიდეებიდა განედევნა ბოროტები?!+ 14  იცვლება მიწა, როგორც თიხა ბეჭედქვეშ,და როგორც სამოსზე, ისე ისახება მასზე ნაკვთები! 15  ქრება ბოროტთა ნათელიდა სტყდებათ აღმართული ხელი. 16  ჩასულხარ ზღვის ფსკერზე?!ან გამოგიკვლევია წყლის სიღრმეები?!+ 17  გიხილავს ოდესმე სიკვდილის ბჭენი+ან გინახავს უკუნეთის კარიბჭენი?!+ 18  შეგისწავლია დედამიწის ვეება სივრცე?!+ მითხარი, თუ გაგეგება რამე ამ ყოველივესი. 19  იცი, სადაა სინათლის სამყოფელი+ და სადაა სიბნელის სავანე, 20  რომ თავ-თავის ადგილას მიიყვანოდა გაიგო, რომელი გზები მიდის მათ სამყოფლამდე?! 21  საიდან გეცოდინება, როცა მაშინ არ ყოფილხარ დაბადებულიდა არც უამრავ წელს ითვლი?! 22  შესულხარ ოდესმე თოვლის საცავში+ან გინახავს სეტყვის საცავი,+ 23  რომელსაც უბედურებისთვის ვინახავ,ბრძოლისა და ომის დღისთვის?!+ 24  საიდან ვრცელდება სინათლედა სად წარმოიქმნება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?!+ 25  ვინ გახსნა წვიმის სადინარიდა ვინ გაუკვალა გზა საავდრო ღრუბელს,+ 26  რომ ეწვიმებინა უკაცრიელ მიწაზე,უდაბნოში, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს,+ 27  მოერწყო გაუდაბურებული ადგილებიდა აღმოეცენებინა ბალახი?!+ 28  ჰყავს წვიმას მამა?!+ან ვინ წარმოშვა ნამი?!+ 29  ვინ შობს ყინულსან ვინ ბადებს ციურ ჭირხლს,+ 30  რომელიც წყლების თავზე ქვავდებადა ღრმა წყლის ზედაპირზე მყარდება?!+ 31  შეგიძლია შეკრა ქიმის თანავარსკვლავედის* თოკებიან მოუშვა ქესილის თანავარსკვლავედის* ბაწრები?!+ 32  შეგიძლია თავის დროზე გამოიყვანომაზაროთის თანავარსკვლავედი* და აშის თანავარსკვლავედსა* და მის ვაჟებს გაუძღვე?! 33  იცი, რომელ კანონებს ემორჩილებიან ციური სხეულები?!+ან შეგიძლია მათი* კანონები დედამიწაზეც განავრცო?! 34  შეგიძლია ხმა მიაწვდინო ღრუბლებს,რომ თავსხმა წამოვიდეს?!+ 35  შეგიძლია წარგზავნო ელვა?! რა, მოვა და გეტყვის, აქა ვარო?! 36  ვინ მისცა სიბრძნე ღრუბლებს*+ან გონიერება — ციურ მოვლენებს*?!+ 37  ვინაა ისეთი ბრძენი, რომ ღრუბლები დაითვალოს?!ან ვინ გადმოაპირქვავებს ზეცაში წყლის ჭურჭლებს,+ 38  რაც მტვერს ტალახად აქცევსდა მიწის ბელტებს ერთმანეთს აკრობს?! 39  შეგიძლია, ლომს ნანადირევი მოუპოვო?!შეგიძლია შიმშილი მოუკლა მას,+ 40  როცა თავის ბუნაგშიაან, როცა ჩასაფრებულია?! 41  ვის მიაქვს ყორნისთვის საჭმელი,+როცა მისი ბახალები საშველად ღმერთს შესჩხავიან, საჭმელი არაფერი აქვთ და დაძრწიან?!“

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.
შესაძლოა იგულისხმებოდეს ორიონის თანავარსკვლავედი.
შესაძლოა იგულისხმებოდეს დიდი დათვის თანავარსკვლავედი.
უცნობი თანავარსკვლავედი.
ან შესაძლოა: „ღვთის“.
ან შესაძლოა: „კაცს“.
ან შესაძლოა: „გონებას“.