პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 1:1—20

  • მისალმება (1, 2).

  • გაფრთხილება ცრუმასწავლებლების შესახებ (3—11).

  • პავლეს მიმართ გამოვლენილი წყალობა (12—16).

  • „მარადიულობის მეფე“ (17).

  • ღირსეული ბრძოლა რწმენისთვის (18—20).

1  პავლე, ქრისტე იესოს მოციქულად დანიშნული, ჩვენი მხსნელი ღვთისა და ჩვენი იმედის, ქრისტე იესოს,+ ბრძანებით,  ტიმოთეს*,+ ჩემს თანამორწმუნეს, რომელიც შვილივითაა ჩემთვის:+ არ მოგკლებოდეს წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან!  ვიდრე მაკედონიაში გავემგზავრებოდი, გთხოვე, ეფესოში დარჩენილიყავი. ახლაც იმავეს გთხოვ, რათა უბრძანო ზოგიერთებს, განსხვავებული არაფერი ასწავლონ,  ყური არ დაუგდონ ზღაპრებს+ და არც გვარტომობის ქექვას მოჰყვნენ, რადგან ამას კარგი არაფერი მოაქვს,+ მხოლოდ უაზრო მსჯელობას იწვევს და საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც ღვთისგანაა და რწმენას გვიმტკიცებს.  ამ მითითების მიზანი ისაა, რომ გვიყვარდეს+ წრფელი გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით.+  ზოგიერთები არად აგდებენ ამ ყოველივეს და უაზროდ მსჯელობენ.+  უნდათ კანონის მასწავლებლები+ იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ.  ჩვენ ვიცით, რომ კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას სწორად ვიყენებთ,  და გვესმის, რომ ის მოცემულია არა მართლებისთვის, არამედ უკანონობის+ მოქმედთათვის, ურჩებისთვის, უღვთოებისთვის, ცოდვილებისთვის, ორგულებისთვის, მკრეხელებისთვის, დედ-მამისა თუ სხვათა მკვლელებისთვის, 10  მეძავებისთვის*, მამათმავლებისთვის, ადამიანების გამტაცებლებისთვის, მატყუარებისა და ცრუმოწმეებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისი საქციელიც ეწინააღმდეგება ჯანსაღ მოძღვრებას,+ 11  რომელიც ეფუძნება ბედნიერი ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას, ჩემთვის მონდობილს.+ 12  მადლიერი ვარ ჩემი გამაძლიერებლის, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსი, რადგან ერთგულად მიმიჩნია და მომანდო მსახურება,+ 13  თუმცა წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი ვიყავი.+ მიუხედავად ამისა, შეწყალებულ ვიქენი, რადგან უმეცრებისა და ურწმუნოების გამო ვიქცეოდი ასე. 14  ჩვენმა უფალმა ჩემდამი გასაოცარი წყალობა გამოიჩინა და ქრისტე იესომაც ჩამინერგა რწმენა და მიჩვენა სიყვარული. 15  უნდა დაიჯეროთ და ბოლომდე ირწმუნოთ ის, რომ ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა,+ რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.+ 16  შეწყალებული იმიტომ ვიქენი, რომ ჩემდამი, როგორც ყველაზე ცოდვილისადმი, ბოძებული წყალობით ქრისტე იესოს უდიდესი სულგრძელობა წარმოჩენილიყო და მაგალითად ვქცეულიყავი მათთვის, ვინც მას ირწმუნებდა მარადიული სიცოცხლის მისაღებად.+ 17  მარადიულობის მეფეს+ კი, უხრწნელ,+ უხილავ+ და ერთადერთ ღმერთს,+ პატივი და დიდება მარადიულად! ამინ! 18  შვილო, ტიმოთე, შენ გაძლევ ამ მითითებას, რომელიც შენზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს შეესაბამება. თუ მათ თანახმად იმოქმედებ, კვლავაც ღირსეულად იბრძოლებ+ 19  და შეინარჩუნებ რწმენასა და სუფთა სინდისს,+ რომელზეც ხელი აიღეს ზოგიერთებმა და რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ. 20  მათ შორის არიან ჰიმენეოსი+ და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი,+ რათა ჭკუა ისწავლონ და ღმერთი არ შეურაცხყონ.

სქოლიოები

ნიშნავს „ღვთის პატივისმცემელს“.
იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).