მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ 3:1—17

  • ძნელად ასატანი ბოლო დღეები (1—7).

  • ტიმოთე პავლეს მაგალითით ხელმძღვანელობს (8—13).

  • „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია“ (14—17).

    • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (16).

3  იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება.  ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები,  გულცივები, ჯიუტები*, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები,  გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა,  გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს*;+ ასეთებისგან თავი შორს დაიჭირე.  სწორედ ასეთებს შორის გამოჩნდებიან ხოლმე კაცები, რომლებიც მზაკვრულად აღწევენ ოჯახებში და თავგზას ურევენ უნებისყოფო, ცოდვებით დამძიმებულ და გულისთქმებს აყოლილ ქალებს,  რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერა და ვერ სწვდებიან*.  როგორც იანე და იამბრე შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს კაცებიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას. ეს გონებაგახრწნილი კაცები რწმენის წინააღმდეგ მიდიან, რის გამოც უღირსნი არიან.  მაგრამ ისინი ამის მეტს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება, იმ ორი კაცისა არ იყოს, ყველას წინაშე გამოაშკარავდება.+ 10  შენ კი გულდასმით მაკვირდებოდი, როცა ვასწავლიდი; იცი ჩემი ცხოვრება,+ ჩემი მიზანი, რწმენა, სულგრძელობა, სიყვარული და მოთმინება, 11  ისიც იცი, რა დევნასა და ტანჯვას გავუძელი ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში,+ მაგრამ უფალმა ყველა ამ სატანჯველისგან დამიხსნა.+ 12  ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება.+ 13  ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+ 14  შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე,+ რადგან იცი, ვისგან ისწავლე, 15  თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები,+ რომლებსაც ქრისტე იესოსადმი რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+ 16  მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად,+ 17  რათა ღვთის მსახური ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.

სქოლიოები

სხვაგვარად — „რომლებთანაც შეუძლებელი იქნება საერთო ენის გამონახვა“.
სიტყვასიტყვით — „რომლებიც მის [ღვთისმოშიშების] ძალას უარყოფენ“.
სხვაგვარად — „ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიან ცოდნას“.