არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 5

ღვთის საოცარი საქმეები

ღვთის საოცარი საქმეები

(ფსალმუნი 139)

  1. 1. ღმერთო, შენ იცი როდის ვწვები,

    როდის ვისვენებ ან როდის ვდგები.

    იკვლევ ჩემს ფიქრებს, ჩემი გულის ზრახვებს.

    ჩემს ნათქვამს ისმენ და

    იცი ჩემი გზები.

    ხედავდი, როცა შევიქმენი

    და ჩემი ჩანასახი იხილე.

    მხიბლავს შენი საოცარი საქმენი,

    შენს ძლიერებას

    ყოველთვის განვადიდებ.

    კარგად ვიცი, რომ ფლობ ცოდნას საოცარს,

    განუზომელს, მოწიწების მომგვრელს.

    თუ ვშიშობ, რომ სიბნელემ არ შემიპყროს,

    შენი სული მიპოვის, ნუგეშს მცემს.

    სად გავექცევი შენს სახეს და, იეჰოვა,

    სად დაგემალები?

    ვერ დამმალავს ვერც სამარე,

    ვერც ზეცა, სიბნელე ან

    მღელვარე ზღვის სიღრმეები.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 66:3; 94:19; იერ. 17:10)