არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 58

ვეძებთ მშვიდობის მეგობრებს

ვეძებთ მშვიდობის მეგობრებს

(ლუკა 10:6)

  1. 1. იესომ თქვა: გაცხადდეს სიმართლე.

    სიცხეშიც და მტვრიან გზებზეც

    ღვთის სიტყვას ამცნობდა ის სხვებს.

    ღვთის ცხვარი უყვარდა, მას უხმობდა,

    მას ეძებდა გამუდმებით,

    თავს არ ზოგავდა.

    დღეს კარდაკარ თუ ქუჩებში

    ვამცნობთ ცნობას, რომ მალე ის

    ყველა პრობლემას წარსულს ჩააბარებს.

    (მისამღერი)

    ყველა ერში

    ვეძებთ მეგობრებს ჩვენ მშვიდობის.

    ვეძებთ ყველგან

    მარადი ხსნისთვის გულს განწყობილს.

    არ ვზოგავთ თავს

    მათ საძებრად.

  2. 2. დრო არ ითმენს და ძებნას ვაგრძელებთ.

    ქალსა თუ კაცს, მილიონებს,

    ღვთის ცნობას ჩვენ ვუქადაგებთ.

    სიყვარულით კვლავ უნდა მივიდეთ.

    ვანუგეშოთ ისინი

    და იმედი მივცეთ.

    ვეძებთ ქალაქში თუ სოფლად,

    და თუ ვიპოვით მომსმენ ხალხს,

    მათ სიხარულით ყველგან ვუქადაგებთ.

    (მისამღერი)

    ყველა ერში

    ვეძებთ მეგობრებს ჩვენ მშვიდობის.

    ვეძებთ ყველგან

    მარადი ხსნისთვის გულს განწყობილს.

    არ ვზოგავთ თავს

    მათ საძებრად.