არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

ბევრს სწამს ღმერთი, მაგრამ როცა ეკითხები, ვინ არის ის, ათასგვარ პასუხს ისმენ. ზოგის აზრით, ღმერთი მკაცრი მოსამართლეა, რომელიც გვითვალთვალებს, რომ რაღაცაში გამოგვიჭიროს და დაგვსაჯოს. ზოგი თვლის, რომ, რაც არ უნდა დავაშავოთ, ღმერთი ყოველთვის გვაპატიებს და გაგებით მოგვეკიდება. ზოგს კი სჯერა, რომ ღმერთს შორს უჭირავს თავი ჩვენგან და საერთოდ არ ვაღელვებთ. ვინაიდან ამდენი ურთიერთსაპირისპირო შეხედულება არსებობს, ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ შეუძლებელია, გავიგოთ, სინამდვილეში ვინ არის ღმერთი.

აქვს მნიშვნელობა, გაეცნობით თუ არა ღმერთს? რასაკვირველია. თუ უკეთ გაიცნობთ ღმერთს, თქვენი ცხოვრება გაცილებით აზრიანი გახდება (საქმეები 17:26—28). რაც უფრო დაუახლოვდებით მას, მით უფრო შეგიყვარებთ და მხარში ამოგიდგებათ (იაკობი 4:8). თუ ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას მიიღებთ, შესაძლებლობა გექნებათ, უსასრულოდ იცხოვროთ (იოანე 17:3).

როგორ შეგიძლიათ გაეცნოთ ღმერთს? გაიხსენეთ, რამ დაგაახლოვათ თქვენს მეგობართან. ალბათ, ჯერ გაიგეთ მისი სახელი, შემდეგ უკეთ გაეცანით მის პიროვნებას — რა თვისებები აქვს, რა მოსწონს და რა — არა, რისთვის მიუღწევია და რის გაკეთებას გეგმავს სამომავლოდ. სწორედ მის შესახებ მეტის გაგებამ დაგაახლოვათ მასთან.

ჩვენც გავეცნობით ღმერთს, თუ გავიგებთ:

ამ ჟურნალიდან გაიგებთ, როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვებს. თქვენ არა მარტო იმას დაინახავთ, თუ ვინ არის ღმერთი, არამედ იმასაც, თუ რა სიკეთეს მოგიტანთ მასთან დაახლოება.