არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რომელი მოსაზრებაა გონივრული?

რომელი მოსაზრებაა გონივრული?

რომელი მოსაზრებაა გონივრული?

კაციშვილს არ უნახავს, როგორ იქმნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე. არც ის უნახავს ვინმეს, რომ სიცოცხლის ერთი სახეობა მეორე სახეობად გადაქცეულიყო, მაგალითად, რეპტილია ძუძუმწოვარა გამხდარიყო *. აქედან გამომდინარე, სამყაროს წარმოშობის შესახებ დასკვნები რომ გავაკეთოთ, სანდო ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ. და ნაცვლად იმისა, რომ ფაქტები „ვაიძულოთ“, ჩვენ სასარგებლოდ ილაპარაკონ, ის უნდა ვირწმუნოთ, რასაც ისინი სინამდვილეში ლაპარაკობენ.

თუმცა ბევრი ათეისტი ფაქტებს ეჭვის თვალით უყურებს, და სამყაროს შექმნის იდეას მატერიალიზმის (ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებს სამყაროს მატერიალურ, ობიექტურ არსებობას ცნობიერების გარეთ და მისგან დამოუკიდებლად) ჭრილში განიხილავს. ევოლუციონისტმა რიჩარდ ლევონტინმა დაწერა: „ჩვენ ვალდებულები ვართ . . . მატერიალიზმს დავუჭიროთ მხარი. მატერიალიზმი ერთადერთი ჭეშმარიტი თეორიაა, ამიტომ ჩვენ ღმერთს ადგილს ვერ დავუტოვებთ“. ასე რომ, მატერიალისტები მაგრად არიან ჩაბღაუჭებულები მათთვის ერთადერთ საყრდენს — ევოლუციას.

წინასწარშექმნილმა აზრმა რელიგიურ ადამიანებსაც შეიძლება დაუმახინჯოს შეხედულება მეცნიერებაზე. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგი კრეაციონისტი მხარს უჭერს იმ მცდარ შეხედულებას, რომ თითქოს ღმერთმა სამყარო პირდაპირი გაგებით ექვს დღეში შექმნა რამდენიმე ათასი წლის წინათ. ასეთი შეხედულების გამო ისინი ცდილობენ, ფაქტები იძულებით მოარგონ თავიანთ თვალსაზრისს ბიბლიაზე, რომელსაც სიტყვა-სიტყვით იგებენ (იხილეთ მე-9 გვერდზე მოცემული ჩარჩო  „რა ხანგრძლივობისაა ერთი დღე?“). ვისაც ასეთი უკიდურესი შეხედულებები აქვს ბიბლიასა და მეცნიერებაზე, თავისი მრწამსის დამამტკიცებელი ფაქტების ძიებისას, ვერასოდეს იღებს დამაკმაყოფილებელ პასუხებს.

რომელ მოსაზრებას უჭერს მხარს ყველა ფაქტი?

რთული მოლეკულების წარმოშობასთან დაკავშირებით, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ქმნიან, ზოგ ევოლუციონისტს შემდეგი რამის სჯერა:

1. ძირითადი ელემენტები როგორღაც შეერთდა და წარმოიშვა მთავარი მოლეკულები.

2. შემდეგ ეს მოლეკულები ზუსტი თანმიმდევრობით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და წარმოქმნეს დნმ, რნმ და ცილა იმ უნარით, რომ მათში შენახულიყო ინფორმაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მუშაობისთვის იქნებოდა აუცილებელი.

3. მოლეკულებმა როგორღაც შექმნეს განსაკუთებული თანმიმდევრობა, რაც საჭირო იყო რეპლიკაციის პროცესისთვის. ამ პროცესის გარეშე არ მოხდებოდა ევოლუციური განვითარება და არც სიცოცხლე წარმოიშობოდა.

როგორ წარმოიშობოდა სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულები და როგორ შეიძენდნენ ისინი განსაცვიფრებელ უნარს გონიერი შემოქმედის გარეშე? ევოლუციის თეორიის მკვლევარებს სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებულ კითხვებზე არა აქვთ დამაკმაყოფილებელი პასუხები და ამ თეორიას სათანადოდ ვერ ხსნიან. ფაქტობრივად, ვინც უარყოფს იმ ფაქტს, რომ შემოქმედმა მიზანმიმართულად შექმნა სამყარო, ღვთიურ ძალას უგონო მოლეკულებსა და ბუნებას მიაწერს.

მაგრამ, რაზე მეტყველებს ფაქტები? ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები უფრო საპირისპიროს ამტკიცებს, ვიდრე იმას, რომ მოლეკულები ვითარდებიან და რთულ სასიცოცხლო ფორმად იქცევიან. დროთა განმავლობაში მწყობრიდან ისეთი რთული მოწყობილობებიც კი გამოდის, რომლებიც ფიზიკური კანონებით იმართება, მაგალითად, მექანიზმები, შენობები და თუნდაც ცოცხალი უჯრედები. * მიუხედავად ამისა, ევოლუციონისტები საპირისპიროს ამტკიცებენ. ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ ევოლუციის განვითარებას იმან შეუწყო ხელი, რომ დედამიწაზე „ხვდება მზიდან წამოსული ენერგიის მასა და შედეგად წარმოიშობა უფრო რთული ორგანიზმები“ (Evolution for Dummies).

ერთი რამ ცხადია, ენერგია ნამდვილად საჭიროა უწესრიგობის მოსაწესრიგებლად, მაგალითად, აქეთ-იქით მიყრილი აგურების, შეშის ან ლურსმნების ლამაზად დასაწყობად. თუმცა, თუ ფრთხილად არ ვიქნებით და იმაზე მეტ ენერგიას დავხარჯავთ, ვიდრე საჭიროა, შეიძლება გაუკონტროლებელმა ძალამ საქმე გაგვიფუჭოს. ასეა მზის ენერგიის შემთხვევაშიც. მზის ენერგიამ და ბუნებრივმა მოვლენებმა შეიძლება დააჩქაროს შენობების დაზიანება. * ევოლუციის მომხრეები ბოლომდე ვერ ხსნიან ენერგიის უკონტროლო მოქმედების შედეგად როგორ იქმნება რთული ორგანიზმები.

მეორე მხრივ, როდესაც სიცოცხლისა და სამყაროს შექმნაში გონიერი შემოქმედის ხელს ვხედავთ, რომელიც, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, „დიდ ძლიერებას“ ფლობს, მარტო ინფორმაციის მატარებელი რთული ცოცხალი ორგანიზმების არსებობას კი არ ვუძებნით ჭეშმარიტ ახსნას, არამედ იმასაც ვიგებთ, როგორ იმართება ყველაფერი გალაქტიკებიდან დაწყებული უმცირესი ატომების ჩათვლით * (ესაია 40:26).

ამასთანავე, რწმენა იმისა, რომ შემოქმედი არსებობს, სრულად შეესაბამება საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, — ნათქვამია დაბადების პირველივე თავის პირველივე მუხლში.

გამუდმებით მიმდინარე ახალ-ახალი აღმოჩენები მატერიალიზმის თეორიის მომხრე ფილოსოფოსებს უძნელებს საკუთარი პოზიციების დაცვას. უფრო მეტიც, ეს ბევრ ათეისტს აღძრავს, გადაამოწმოს საკუთარი შეხედულებები. * ზოგიერთი ათეისტი იმ დასკვნამდეც კი მივიდა, რომ სამყაროში მიმდინარე საოცრებები აშკარა მტკიცებაა ჩვენი შემოქმედის, იეჰოვას, „უხილავი თვისებებისა“ და „მარადიული ძლიერებისა“ (რომაელები 1:20). დაგაინტერესათ ამ საკითხმა? არ არსებობს ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მის ცოდნას უდიდესი წარმატება მოაქვს ადამიანისთვის. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციონისტ ერნესტ მაირს ღრმად სწამდა ევოლუციის, მან აღიარა, რომ „პალეონტოლოგიური ჩანაწერები არ არის უწყვეტი და ახალ-ახალი სახეობები მოულოდნელად ჩნდებოდა.

^ აბზ. 11 ამ პროცესს მეცნიერები თერმოდინამიკის მეორე კანონს უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კანონი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ წესრიგის უწესრიგობაში გადაზრდა ბუნებრივი მოვლენაა.

^ აბზ. 12 დნმ-მა შეიძლება სახე იცვალოს მუტაციის შედეგად, რაც რადიაციისა და გარკვეული ქიმიური პრეპარატების ზემოქმედების შედეგად შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ წარმოშობს ახალ სახეობებს (იხილეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2006 წლის სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი სტატია „ევოლუციური მოძღვრება — არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?“).

^ აბზ. 13 თუ გსურთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 15 შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2010 წლის ნოემბრის გამოცემაში დაბეჭდილი სტატია „ათეისტად აღვიზარდე“.

^ აბზ. 15 დამატებითი ინფორმაცია თემაზე — შემოქმედება ევოლუციის წინააღმდეგ — მოძებნეთ ბროშურებში „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. ეს პუბლიკაციებიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

საით მიდის ადამიანი — განვითარებისკენ თუ გადაგვარებისკენ?

ზოგი მეცნიერი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ადამიანის დნმ-ის გადაგვარება ანუ არასრულყოფილება, მუდმივი მუტაციის შედეგია. თუ ეს ასეა, მაშინ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვვითარდებით და ვუმჯობესდებით, არარეალური გამოდის. და თუ ადამიანის დნმ ღვთის შექმნილია, რატომღა განიცდის გადაგვარებას? ბიბლია ზუსტად ხსნის იმ საკითხს, რასაც მეცნიერები ვერ ხსნიან. ადამიანის არასრულყოფილება ცოდვის ანუ ღვთისადმი დაუმორჩილებლობის შედეგია. „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“, — ნათქვამია რომაელების 5:12-ში. აქედან გამომდინარე, დნმ-ის გადაგვარება ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას, მაგრამ სრულ თანხმობაშია იმასთან, რასაც ბიბლია ამბობს. ნიშნავს ეს იმას, რომ დნმ-ის გადაგვარების პროცესი არ შეწყდება? არა! ღმერთი გვპირდება, რომ ჩაერევა ადამიანების ცხოვრებაში და გამოასწორებს ჩვენი პირველი მშობლების ჩადენილ შეცდომას. დიახ, ჩვენს დნმ-ს ჩვენი შემოქმედი გაასრულყოფილებს და არა ევოლუცია (გამოცხადება 21:3, 4).

[ჩარჩო 9 გვერდზე]

 რა ხანგრძლივობისაა ერთი „დღე“?

ბიბლია სიტყვა „დღეში“ დროის სხვადასხვა პერიოდს გულისხმობს. მაგალითად, დაბადების 2:4-ში მთელი შემოქმედებითი პერიოდი, რომელიც ექვს „დღეს“ გრძელდებოდა, მიჩნეულია „იმ დღედ, როდესაც იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა“. როგორც ჩანს, თითოეული შემოქმედებითი დღე დროის მნიშვნელოვან მონაკვეთს მოიცავდა. საყურადღებოა, რომ ბიბლია ლაპარაკობს პირველი ექვსი „დღის“ თითოეული დღის დასრულების შესახებ, მაგრამ არაფერს ამბობს მეშვიდე დღის დასრულებაზე. რატომ? იმიტომ, რომ მეშვიდე დღე დღემდე გრძელდება (დაბადება 2:3; ებრაელები 4:4—6, 11).

[სურათი 8 გვერდზე]

თუ არ უვლიან, ნივთი ნელ-ნელა გაფუჭებას იწყებს

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ღვთის ძალა და კიდევ სხვა თვისებები სამყაროზე დაკვირვებით შეიცნობა