არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

TheCrimsonMonkey/E+ via Getty Images

ეკოლოგიური პრობლემები — რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?

ეკოლოგიური პრობლემები — რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?

 „კლიმატის ცვლილება უდიდეს ზიანს აყენებს ხალხს, ქალაქებსა და ეკოსისტემას და ძლიერ ქარიშხლებს იწვევს, რაც მთელ მსოფლიოში მიწასთან ასწორებს სახლებს და ანადგურებს საარსებო წყაროს. ოკეანეებში ტემპერატურის მკვეთრი მატება საფრთხეს უქმნის წყალქვეშა სამყაროს“ (ინგერ ანდერსენი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, 25 ივლისი, 2023).

 შეძლებენ ხელისუფლებები, ამ გლობალურ პრობლემას ერთად გაუმკლავდნენ? შესწევთ მათ ძალა, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრან ეკოლოგიური პრობლემები?

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს მთავრობა, რომელსაც ძალა შესწევს ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს“ ანუ ხელისუფლებას, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის (დანიელი 2:44). ამ მთავრობის მმართველობის დროს ადამიანები „ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ“ დედამიწაზე (ესაია 11:9).