არჩეულ მასალაზე გადასვლა

დასრულდება ოდესმე ტანჯვა?

დასრულდება ოდესმე ტანჯვა?
  • დიახ

  • არა

  • შესაძლოა

ბიბლიაში წერია:

„ღმერთი . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

ამის ცოდნა . . .

გვარწმუნებს, რომ ღმერთი არ არის ჩვენი პრობლემების მიზეზი (იაკობი 1:13).

გვანუგეშებს, რომ მას ესმის ჩვენი ტკივილი (ზაქარია 2:8).

გვაძლევს იმედს, რომ მალე ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება (ფსალმუნი 37:9—11).

შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე ორი მიზეზი არსებობს:

  • ღმერთს სძულს ტანჯვა და უსამართლობა. იცით, რას გრძნობდა ღმერთი მაშინ, როდესაც ბიბლიურ დროში მის ხალხს სასტიკად ექცეოდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ძალიან წუხდა, როდესაც ისინი „შემავიწროებელთა ხელში“ იყვნენ ჩაცვენილი (მსაჯულები 2:18).

    ღმერთს სძულს ისინი, ვინც ზიანს აყენებს სხვებს. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია: „სძულს იეჰოვას . . . უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავები 6:16, 17).

  • ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. მხოლოდ ადამიანმა როდი „უწყის თავისი უბედურება და ტკივილი“, მისი განცდები არც ღვთისთვის არის დაფარული (2 მატიანე 6:29, 30).

    თავისი სამეფოს მეშვეობით, მალე ღმერთი თითოეული ადამიანის პრობლემებს გადაჭრის (მათე 6:9, 10). მანამდე კი ის სიყვარულით ანუგეშებს ყველას, ვინც გულწრფელად ეძებს მას (საქმეები 17:27; 2 კორინთელები 1:3, 4).

დაფიქრდით:

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: რომაელების 5:12 და 2 პეტრეს 3:9.