არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დასკვნა

დასკვნა

სასიამოვნოდ გახსენდება ის დრო, როცა იეჰოვას ხალხთან ერთად იყავი? გახსოვს, როგორ მხნევდებოდი კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე; რა კარგი შემთხვევები გქონდა მსახურებაში და როგორ გახარებდა თანაქრისტიანებთან ურთიერთობა? შენ არ დაგვიწყებია იეჰოვა და არც მას დავიწყებიხარ. ღმერთს კარგად ახსოვს შენი ერთგული მსახურება და მზად არის, დაგაბრუნოს თავის დიდ ოჯახში.

იეჰოვა ამბობს: „მე თავად მოვძებნი ჩემს ცხვარს და თავადვე ვიზრუნებ მათზე. იმ მწყემსივით ვიზრუნებ, რომელიც დაკარგულ ცხვარს პოულობს და კვებავს; გამოვკრებ მათ იმ ადგილებიდან, სადაც გაიფანტნენ“ (ეზეკიელი 34:11, 12).