არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

ბიბლია გვპასუხობს:

 ღმერთი პასუხობს მათ ლოცვებს, ვინც მისი ნებისამებრ გულწრფელად სთხოვს. მაშინაც კი, თუ აქამდე არასდროს გილოციათ, ღვთის იმ მსახურთა მაგალითებზე დაფიქრება, რომლებიც დახმარებისთვის ღმერთს მიმართავდნენ, აღგძრავთ, თქვენც შესთხოვოთ ღმერთს შველა. მაგალითად:

  •   „დამეხმარე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მიხსენი შენი სიკეთისამებრ“ (ფსალმუნი 109:26).

  •   „მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ ... შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმუნი 40:17).

 რასაკვირველია, ამ სიტყვების დამწერს, ღვთისადმი უდიდესი რწმენა ჰქონდა. ღმერთი ყველას უსმენს, ვინც სწორი მოტივებით მიმართავს მას და „გულმოდრეკილი და სულგამწარებულია“ (ფსალმუნი 34:18).

 ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთს ნაკლებად აღელვებს თქვენი საწუხარი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს; მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს“ (ფსალმუნი 138:6). უფრო მეტიც, იესომ თავის მოწაფეებს ერთხელ ასეთი რამ უთხრა: „თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია“ (მათე 10:30). ღმერთმა ისეთი წვრილმანებიც კი იცის თქვენზე, რაც თქვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთი მოისმენს თქვენს ლოცვას, როცა დახმარებას შესთხოვთ! (1 პეტრე 5:7).