არჩეულ მასალაზე გადასვლა

კრძალავს ბიბლია გაყრას?

კრძალავს ბიბლია გაყრას?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლია არ კრძალავს გაყრას. მაგრამ იესომ აღნიშნა, რომ ღვთის თვალში გაყრა მხოლოდ ერთი მიზეზით არის დაშვებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ცოლს სიძვა [უკანონო სქესობრივი კავშირი] არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათე 19:9).

 ღმერთს სძულს, როცა კაცი ვერაგულად ეყრება მეუღლეს. ის პირადად სთხოვს პასუხს მათ, ვინც უმიზეზოდ ეყრება მეუღლეს განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სხვაზე დაქორწინების მიზნით აკეთებს (მალაქია 2:13—16; მარკოზი 10:9).