არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბიბლიოთეკა

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ პუბლიკაციები iOS-თვის

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ პუბლიკაციები iOS-თვის

JW ბიბლიოთეკაში განთავსებულია ასობით წიგნი, ბროშურა, ბუკლეტი და ვიდეო, რომლის წაკითხვა და ყურებაც შეგიძლიათ მაშინაც, როცა ონლაინში არ ხართ.

თუ გსურთ პუბლიკაციების ჩამოტვირთვა, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 პუბლიკაციების ჩამოტვირთვა

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის პუბლიკაციები, წაიკითხოთ და შეისწავლოთ ისინი მაშინაც, როცა ინტერნეტით არ სარგებლობთ.

  • პუბლიკაციების ჩამონათვალისთვის დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს.

  • დააჭირეთ ენებს, რომ იხილოთ, რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი პუბლიკაციები. აირჩიეთ სასურველი ენა. ენები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. შეგიძლიათ აგრეთვე ჩაბეჭდოთ ენა და ასე მოძებნოთ ის.

არსებობს რამდენიმე საშუალება პუბლიკაციების JW ბიბლიოთეკაში მოსაძებნად.

კატეგორიაში ნაჩვენებია პუბლიკაციები იმ ენაზე, რომელზეც ეძებთ. ეს პუბლიკაციები დაჯგუფებულია წიგნებად, ბუკლეტებად ან ვიდეოებად. თითოეულ მათგანზე თითის დაჭერით გამოჩნდება დამატებითი არჩევანი, მაგალითად „საგუშაგო კოშკი“ წლების მიხედვით ან სხვადასხვა სახის ვიდეოები. საწყის ჩამონათვალთან დასაბრუნებლად დააჭირეთ ყველა ტიპის ღილაკს.

განყოფილებაში რა არის ახალი, ნაჩვენებია ახლად გამოცემული პუბლიკაციები იმ ენაზე, რომელსაც იყენებთ.

დააჭირეთ კონკრეტულ პუბლიკაციას, რომ ჩამოტვირთოთ ის თქვენს მოწყობილობაზე.

იმ პუბლიკაციების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. დააჭირეთ პუბლიკაციას, რომ ჩამოტვირთოდ ის. მას შემდეგ, რაც პუბლიკაცია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ პუბლიკაციის ღილაკს.

განყოფილებაში ჩამოტვირთული, ნაჩვენებია ყველა ის პუბლიკაცია, რომელიც ჩამოტვირთეთ ამა თუ იმ ენაზე. ისინი შეგიძლიათ დაახარისხოთ შემდეგნაირად: ხშირად გამოყენებული, იშვიათად გამოყენებული ან უდიდესი ზომა.

 პუბლიკაციის წაშლა

იმ შემთხვევაში, თუ აღარ იყენებთ პუბლიკაციას ან გსურთ გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ წაშალოთ ის.

დააჭირეთ პუბლიკაციების ღილაკს, შემდეგ კატეგორიას (მაგალითად, წიგნები), რათა იხილოთ პუბლიკაციების ჩამონათვალი; დააჭირეთ არჩევას, შემდეგ კი თითოეულ პუბლიკაციას, რომლის წაშლაც გსურთ. პუბლიკაციის ასარჩევად აგრეთვე შეგიძლიათ ცოტა ხნით დააჭიროთ მას თითი. დააჭირეთ წაშლას და მიეცით მისი წაშლის დასტური.

თუ გსურთ, გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, წაშალეთ პუბლიკაციები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ ან რომლებიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს. დააჭირეთ პუბლიკაციებს, გადადით ჩამოტვირთულის განყოფილებაში და დაახარისხეთ შემდეგნაირად: იშვიათად გამოყენებული ან უდიდესი ზომა. წაშალეთ ის პუბლიკაციები, რომლებიც მეტად აღარ გჭირდებათ.

 პუბლიკაციების განახლება

დროდადრო თქვენ მიერ ჩამოტვირთული პუბლიკაციები შეიძლება განახლდეს.

იმ შემთხვევაში, თუ პუბლიკაციების განახლება მოხდა, მათ გასწვრივ გამოჩნდება განახლების ნიშანი. როდესაც პუბლიკაციას შეეხებით, გამოჩნდება წარწერა, რომ ხელმისაწვდომია მისი განახლება. თუ გსურთ მისი განახლება, დააჭირეთ ღილაკს ჩამოტვირთეთ, ან ღილაკს მოგვიანებით, რომ განაგრძოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ვერსიის წაკითხვა.

თუ გსურთ, ნახოთ, განახლდა თუ არა თქვენ მიერ ჩამოტვირთული პუბლიკაციები, დააჭირეთ პუბლიკაციებს და გადადით განყოფილებაში ჩამოტვირთული; თუ ხელმისაწვდომია რომელიმე პუბლიკაციის განახლებული ვერსია, გამოჩნდება მოსალოდნელი განახლებების ღილაკი. დააჭირეთ მას, რომ გამოჩნდეს ყველა განახლებული პუბლიკაცია. განახლებისთვის დააჭირეთ სასურველ პუბლიკაციას ან დააჭირეთ განაახლე ყველას, რომ ჩამოტვირთოთ ყველა ერთად.

ეს სიახლე 2015 წლის თებერვალში გამოიცა JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსიასთან ერთად, რომელიც iOS 6.0-ისა და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.