არჩეულ მასალაზე გადასვლა

შეიძლება პიროვნებამ დატოვოს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია?

შეიძლება პიროვნებამ დატოვოს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია?

 დიახ. არსებობს ორი წინაპირობა, რის საფუძველზეც ადამიანი ტოვებს ორგანიზაციას:

  •   ოფიციალური განაცხადი. პიროვნებას შეუძლია სიტყვიერად ან წერილობით განაცხადოს, რომ მეტად აღარ სურს, იყოს იეჰოვას მოწმე.

  •   საქციელი. ადამიანმა შეიძლება თავისი მოქმედებით აჩვენოს, რომ აღარ სურს, იყოს იეჰოვას მოწმე (1 პეტრე 5:9). მაგალითად, ის შეიძლება შეუერთდეს სხვა რელიგიას, რითაც ცხადყოფს, რომ სურს, იყოს მისი მიმდევარი (1 იოანე 2:19).

რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, ვინც აღარ ქადაგებს ან არ ესწრება თქვენს შეხვედრებს? თვლით მას კვლავ იეჰოვას მოწმედ?

 დიახ. ადამიანი, რომელიც შეგნებულად ტოვებს ორგანიზაციას განსხვავდება იმისგან, ვისაც უბრალოდ რწმენა შეუსუსტდა. როცა ქრისტიანი კრებას შორდება, ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი გულგატეხილობაა და არა რწმენის უარყოფა. ნაცვლად იმისა, რომ თავი ავარიდოთ ასეთ ადამიანებს, ყველანაირად ვცდილობთ, გავამხნეოთ ისინი და მხარში ამოვუდგეთ მათ (1 თესალონიკელები 5:14; იუდა 22). კრების უხუცესები სულიერ დახმარებას აღმოუჩენენ პიროვნებას, თუ მას ამის სურვილი ექნება (გალატელები 6:1; 1 პეტრე 5:1—3).

 თუმცა უხუცესები არავის აიძულებენ, იყოს იეჰოვას მოწმე. თითოეული პირადად წყვეტს, რომელი რელიგიის მიმდევარი იქნება (იესო ნავეს ძე 24:15). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანს თავად უნდა სურდეს, მთელი გულით ემსახუროს ღმერთს (ფსალმუნი 110:3; მათე 22:37).