არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ აღნიშნავთ შობას?

რატომ არ აღნიშნავთ შობას?

რატომ არ აღნიშნავთ შობას?

გავრცელებული მცდარი აზრები

სიცრუე: იეჰოვას მოწმეები იმიტომ არ აღნიშნავენ შობას, რომ არ სწამთ იესო.

სინამდვილე: ჩვენ ქრისტიანები ვართ. გვჯერა, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეიძლება გადარჩენა (საქმეები 4:12).

სიცრუე: თქვენი ოჯახები გაყოფილია იმის გამო, რომ არ ზეიმობთ შობას.

სინამდვილე: ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოჯახებზე და ბიბლიურ პრინციპებს ვიყენებთ, რათა გავაძლიეროთ ოჯახური კვანძები.

სიცრუე: თქვენ არ გაქვთ საშობაო განწყობა — არ ავლენთ გულუხვობას და „არც მშვიდობა და სათნოება გაქვთ კაცთა შორის“.

სინამდვილე: ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ, ვიყოთ გულუხვები და მშვიდობიანები (იგავები 11:25; რომაელები 12:18). ჩვენ მივყვებით იესოს მითითებას, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით და ვქადაგებთ. იესომ გვითხრა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). გარდა ამისა, ხალხს ვეუბნებით, რომ ნამდვილ მშვიდობას დედამიწაზე მხოლოდ ღვთის სამეფო მოიტანს (მათე 10:7).

რატომ არ ზეიმობენ იეჰოვას მოწმეები შობის დღესასწაულს?

● იესომ მოგვიწოდა, რომ აღგვენიშნა მისი სიკვდილის გახსენების საღამო და არა მისი დაბადების დღე (ლუკა 22:19, 20).

● იესოს მოციქულები და მოწაფეები არ აღნიშნავდნენ შობას. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ „შობის დღესასწაული პირველად აღნიშნეს ახ. წ. 243 წელს“, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც იესოს ბოლო მოციქული დაიღუპა.

● არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. მისი დაბადების თარიღი არ არის მოხსენიებული ბიბლიაში.

● ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთს არ მოსწონს შობის დღესასწაული, რადგან სათავეს იღებს წარმართული წეს-ჩვეულებებიდან (2 კორინთელები 6:17).

რატომ უნდა გავხდე სხვების დასაცინი იმის გამო, რომ არ აღვნიშნავ შობას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის, რომ შობის დღესასწაული წარმართული წეს-ჩვეულებებიდან იღებს სათავეს და არანაირი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია, მაინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ასეთი ხალხი შეიძლება ფიქრობს: „ვითომ რატომ არ უნდა აღვნიშნო შობა და სხვების დასაცინი გავხდე?

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დავუკვირდეთ საკუთარ ნაბიჯებს და გააზრებულად ვცეთ ღმერთს თაყვანი (რომაელები 12:1, 2). ეს მუხლი გვასწავლის, დავაფასოთ ჭეშმარიტება (იოანე 4:23, 24). იმის მაგივრად, რომ იმაზე ვიფიქროთ, რას იტყვიან სხვები ჩვენზე, უნდა მივყვეთ იმ ბიბლიურ პრინციპებს, რის გამოც შეიძლება სხვებმა დაგვცინონ.

მართალია, არ აღვნიშნავთ შობის დღესასწაულს, მაგრამ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის უფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, აღნიშნავენ თუ არა ამ დღესასწაულს. ჩვენ არც არავის ვუკრძალავთ შობის აღნიშვნას.