არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თითქმის ყველა ძირითადი რელიგია ასწავლის, რომ ადამიანის სული უკვდავია

მთავარი თემა | სიცოცხლე და სიკვდილი — გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია!

კითხვა, რომელიც საგონებელში გვაგდებს

კითხვა, რომელიც საგონებელში გვაგდებს

სიცოცხლესა და სიკვდილზე ბევრი განსხვავებული შეხედულება არსებობს. ზოგის აზრით, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სხვა ფორმაში გარდავისახებით ან სხვა სამყაროში განვაგრძობთ არსებობას. ზოგს კი სჯერა, რომ გარდაცვალების შემდეგ სხვა სხეულში ხელახლა ვევლინებით ქვეყანას. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება.

ალბათ, ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გაგაჩნიათ, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს იმით, თუ რა გარემოსა და კულტურაში აღიზარდეთ. ვინაიდან მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით ამდენი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, რა გამოდის, პასუხგაუცემელია ეს კითხვა? თუ არა, სად შეგვიძლია პასუხის მოძიება?

აგერ უკვე საუკუნეებია, რაც რელიგიური წინამძღოლები ხალხს ასწავლიან, რომ ადამიანის სული უკვდავია. თითქმის ყველა ძირითადი მიმდინარეობის, მათ შორის ინდუიზმის, იუდაიზმის, ქრისტიანული თუ მუსულმანური რელიგიის მიმდევრებს სჯერათ, რომ სული ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში განაგრძობს არსებობას. მეტიც, ბუდიზმი ასწავლის, რომ ადამიანი არაერთხელ ევლინება სამყაროს და შინაგანი თუ მენტალური ძალის მობილიზაციის შედეგად უდიდეს ნეტარებას, ნირვანას, აღწევს.

ასეთი სწავლებების გამო მთელ მსოფლიოში ბევრს სჯერა, რომ სიკვდილი ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ამიტომ მათი აზრით, სიკვდილი სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელოვანი ეტაპია. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანი ღვთის ნებით კვდება. საინტერესოა ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზე. შეიძლება გაგაოცოთ ბიბლიურმა პასუხმა, რომელსაც მომდევნო სტატიაში გაეცნობით.