არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ გადაწყვიტა ღმერთმა, მწყრის ხორცით გამოეკვება ისრაელები უდაბნოში?

ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ ღმერთმა ორჯერ გაუგზავნა ისრაელებს დიდი რაოდენობით მწყერი, რათა მისი ხორცი ეჭამათ (გამოსვლა 16:13; რიცხვები 11:31).

მწყერი პატარა ფრინველია. სიგრძეში თითქმის 18 სანტიმეტრია და დაახლოებით 100 გრამს იწონის. ეს ფრინველი დასავლეთ აზიისა და ევროპის ბევრ ნაწილში ბუდობს. ისინი მიმომფრენი ფრინველები არიან და ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბეთის ტერიტორიაზე იზამთრებენ. გადაფრენის დროს ისინი კვეთავენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს და სინის ნახევარკუნძულს.

„ბიბლიის ნიუ-უესტმინსტერის“ ლექსიკონის თანახმად, მწყერი „სწრაფად და თავისუფლად დაფრინავს და გადასაადგილებლად ჰაერის მასებს იყენებს. თუ ქარი მიმართულებას იცვლის, ეს ფრინველები ხანგრძლივი ფრენის შედეგად მალე იქანცებიან და მთელი გუნდი მიწაზე ეშვება“. სანამ ფრენას გააგრძელებენ, ისინი ერთი ან ორი დღე ისვენებენ. სწორედ ამ დროს ხდებიან მონადირეთა სამიზნეები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეგვიპტიდან ყოველწლიურად დაახლოებით სამი მილიონი მწყრის ხორცი გაჰქონდათ საექსპორტოდ.

ორივე შემთხვევაში ღმერთმა ისრაელებს მწყერი საჭმელად გაზაფხულზე მისცა. მართალია, ამ სეზონზე სინას ტერიტორიაზე ყოველთვის დაფრინავენ მწყრები, მაგრამ იეჰოვამ შეუცვალა ქარს მიმართულება, ზღვიდან რომ მოერეკა მწყერი და ისრაელთა მთელი ბანაკი გაეძღო მისი ხორცით (რიცხვები 11:31).

რას აღნიშნავდნენ იოანეს 10:22-ში მოხსენიებულ „მიძღვნის დღესასწაულზე“?

ღმერთმა ისრაელებს დაავალა, რომ აღენიშნათ სამი დღესასწაული — უფუარობის დღესასწაული, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული და მოსავლის აღების დღესასწაული. ისინი აღინიშნებოდა ადრეულ გაზაფხულზე, გვიან გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მაგრამ დღესასწაულს, რომელიც მოხსენიებულია იოანეს 10:22-ში, ზამთარში აღნიშნავდნენ. ამ დღეს ზეიმობდნენ იეჰოვას ტაძრის ხელახლა მიძღვნას, რომელიც პირველად ძვ. წ. 165 წელს მოხდა. ეს დღესასწაული რვა დღე გრძელდებოდა — იწყებოდა 25 ქისლევს და მთავრდებოდა ზამთრის მზებუდობის დროს. რატომ დაწესდა ეს დღესასწაული?

ძვ.წ.168 წელს სირიელ სელევკიდთა მმართველმა ანტიოქე IV-მ (ეპიფანე) გადაწყვიტა, წერტილი დაესვა იუდეველთა თაყვანისმცემლობისა და მათი წეს-ჩვეულებებისთვის. მან წაბილწა იერუსალიმში არსებული იეჰოვას ტაძარი და იქ წარმართული სამსხვერპლო აღმართა, სადაც ბერძნულ ღვთაება ზევსს შესწირა მსხვერპლი.

ამან მაკაბელთა აჯანყება გამოიწვია. იუდეველთა წინამძღოლმა, იუდა მაკაბელმა, იერუსალიმი გაათავისუფლა სელევკიდთა მმართველობისგან და ბრძანა, დაენგრიათ წარმართული სამსხვერპლო, მის ადგილას კი ახალი სამსხვერპლო დაედგათ. იეჰოვას ტაძრის სამსხვერპლო სამი წლის განმავლობაში იყო წაბილწული, მაგრამ იუდა მაკაბელმა განწმინდა ტაძარი და ხელახლა მიუძღვნა ის იეჰოვას. „მიძღვნის დღესასწაულს“ (ებრაულად „ხანუკა“) ებრაელები დღემდე აღნიშნავენ დეკემბერში. დღეს ეს დღესასწაული ხანუკას სახელითაა ცნობილი.

[სურათი 14 გვერდზე]

იუდა მაკაბელის გამოსახულება (ლიონი, 1553)

[სურათის საავტორო უფლება 14 გვერდზე]

From the book Wood’s Bible Animals. 1876