არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | რატომ უნდა ვილოცოთ?

რატომ ლოცულობენ ადამიანები?

რატომ ლოცულობენ ადამიანები?

ხშირად ლოცულობთ? ლოცვით ბევრი ლოცულობს, ზოგი ათეისტიც კი. თუმცა იბადება კითხვა: რატომ ლოცულობენ ადამიანები? საფრანგეთში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, ფრანგების ნახევარი მხოლოდ იმიტომ ლოცულობს, რომ „უბრალოდ თავი უკეთ იგრძნოს“. ბევრი ევროპელის მსგავსად, ლოცვას არც ფრანგები აძლევენ რელიგიურ დატვირთვას. ისინი „ლოცვაში სიმშვიდეს ეძებენ“. მეორე მხრივ, ზოგი მორწმუნე ღმერთს მხოლოდ მაშინ მიმართავს ლოცვით, როცა რაიმე სჭირდება და პასუხსაც დაუყოვნებლივ ელის (ესაია 26:16).

რის თქმა შეიძლება პირადად თქვენზე? თქვენი აზრით, ლოცვა მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ დაგვამშვიდოს და საღი აზრი შეგვანარჩუნებინოს? თუ გწამთ ღმერთი, გამოგიცდიათ ლოცვის ძალა საკუთარ თავზე? თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ლოცვები უპასუხოდ რჩება? ბიბლია დაგეხმარებათ, ლოცვას შეხედოთ არა როგორც გუნება-განწყობის ასამაღლებელ, არამედ ღმერთთან დასაახლოებელ ძვირფას საშუალებას.