არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფხიზლეთ!

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მთელ მსოფლიოში — რას ამბობს ბიბლია?

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მთელ მსოფლიოში — რას ამბობს ბიბლია?

 ამა წლის ივლისში მსოფლიო მასშტაბით ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა:

  •   „ამ თვეში უკვე მეორედ ჩინეთში თითქმის 70 ქალაქში მაღალი ტემპერატურის გამო განგაში გამოცხადდა“ („სი-ენ-ენი“, 25 ივლისი, 2022).

  •   „სიცხის ტალღის გამო მთელ ევროპაში ტყის ხანძრები მძვინვარებს“ („გარდიანი“, 17 ივლისი, 2022).

  •   „შეერთებულ შტატებში კვირას არაერთ ქალაქში დაფიქსირდა ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. სიცხის ტალღა აღმოსავლეთი სანაპიროდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და შუა დასავლეთისკენ გადადის“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 24 ივლისი, 2022).

 რას მოასწავებს ეს მოვლენები? შეუძლებელი ხომ არ გახდება ჩვენს პლანეტაზე ცხოვრება? რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

ამ მოვლენებით ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება

 სიცხის ტალღები, რომლებმაც გლობალური სახე მიიღო, ზუსტად შეესაბამება ბიბლიაში ჩვენს დროზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს. მაგალითად, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენი დრო „საზარელი მოვლენებით“ იქნებოდა გამორჩეული (ლუკა 21:11). ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ბევრი შიშობს, რომ კაცობრიობა დედამიწას განადგურებამდე მიიყვანს.

დედამიწა საცხოვრებლად უვარგისი არასოდეს გახდება

 ღმერთმა დედამიწა იმ მიზნით შექმნა, რომ ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ მასზე (ფსალმუნი 115:16; ეკლესიასტე 1:4). ღმერთი არ დართავს მათ მისი განადგურების ნებას. ის გვპირდება, რომ მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18).

 მაგალითისთვის ღვთის ორი დაპირება განვიხილოთ:

  •   „გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება უკაცრიელი ველი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1). ღმერთი არ დაუშვებს, რომ დედამიწა გაუდაბურდეს და საცხოვრებლად უვარგისი გახდეს. მეტიც, ის პირვანდელ სახეს დაუბრუნებს ჩვენს პლანეტას.

  •   „ღმერთო, შენ ზრუნავ დედამიწაზე, აძლევ ხვავსა და ბარაქას“ (ფსალმუნი 65:9). ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწას სამოთხედ აქცევს.

 მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას „რას ამბობს ბიბლია კლიმატის ცვლილებასა და კაცობრიობის მომავალზე?“. ამ სტატიიდან უფრო მეტს გაიგებთ იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები მიმდინარე მოვლენებით.

 თუ გსურთ, გაიგოთ, კიდევ რა არის ამ საკითხზე ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში, წაიკითხეთ სტატია „ვინ გადაარჩენს დედამიწას?“.