არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვიპოვოთ ერთგული მეგობრები?

როგორ ვიპოვოთ ერთგული მეგობრები?

ახალგაზრდებისთვის

როგორ ვიპოვოთ ერთგული მეგობრები?

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: იონათანი, დავითი და საული.

მოკლე მიმოხილვა: დავითი კლავს გოლიათს და იონათანი ხდება მისი საუკეთესო მეგობარი.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები წაიკითხე 1 სამუელის 17:57—18:11; 19:1; 20:1—17, 41, 42.

როგორ წარმოგიდგენია საულის გარეგნობა? აღწერე (მინიშნება: იხილე 1 სამუელის 10:20—23)

․․․․․

იონათანთან შეხვედრისას დავითი ახალგაზრდა იყო. როგორ აღწერდი დავითის გარეგნობას? (მინიშნება: იხილე 1 სამუელის 16:12, 13)

․․․․․

როგორი გრძნობებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს დავითი და იონათანი, როცა შორდებოდნენ, როგორც ეს 1 სამუელის მე-20 თავის ბოლოშია აღწერილი?

․․․․․

2 გამოიკვლიე

ბიბლიაში წერია — „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“ ან როგორც „თანამედროვე ინგლისურ თარგმანშია“ ნათქვამი, „დავითი და იონათანი საუკეთესო მეგობრები გახდნენ“ (1 სამუელი 18:1). რომელი თვისებების გამო შეიძლება შეუყვარდა იონათანს დავითი? (მინიშნება: იხილე 1 სამუელის 17:45, 46).

․․․․․

იონათანი დავითზე დაახლოებით 30 წლით უფროსი იყო. შენი აზრით, რა დაეხმარა მათ, რომ ასაკის მიუხედავად „საუკეთესო მეგობრები“ გამხდარიყვნენ?

․․․․․

როგორც ამ საინტერესო შემთხვევიდან დავინახეთ, რა ახასიათებს ნამდვილ მეგობარს? (მინიშნება: იხილე იგავების 17:17; 18:24).

․․․․․

რატომ იყო იონათანი უფრო მეტად დავითის ერთგული, ვიდრე საკუთარი მამის?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე:

რა ისწავლე მეგობრობაზე?

․․․․․

რა ისწავლე ერთგულებაზე?

․․․․․

რა ისწავლე უფროსებთან მეგობრობაზე?

․․․․․

როგორი უნდა იყო, რომ კარგი ადამიანები დაგიმეგობრდნენ?

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org