არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-18 გაკვეთილი

როგორ გავიგოთ, ვინ არიან ნამდვილი ქრისტიანები?

როგორ გავიგოთ, ვინ არიან ნამდვილი ქრისტიანები?

მილიარდობით ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის, მაგრამ მათ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები და ზნეობრივი ნორმები აქვთ. მაშ, როგორ გავიგოთ, ვინაა ნამდვილი ქრისტიანი?

1. რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი?

ქრისტიანები იესო ქრისტეს მიმდევრები არიან (წაიკითხეთ საქმეების 11:26). რით ცხადყოფენ ისინი, რომ ნამდვილი ქრისტიანები არიან? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ჩემი სიტყვისამებრ იქცევით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანე 8:31). ნამდვილი ქრისტიანები იცავენ ქრისტეს მცნებებს. იესო ყოველთვის წმინდა წერილებიდან ასწავლიდა ხალხს. მსგავსად, მისი მიმდევრებიც თავიანთ მრწამსს ბიბლიაზე აფუძნებენ (წაიკითხეთ ლუკას 24:27).

2. როგორ ავლენენ ნამდვილი ქრისტიანები სიყვარულს?

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 15:12). როგორ ავლენდა იესო სიყვარულს თავისი მოწაფეების მიმართ? იგი დროს უთმობდა, ამხნევებდა და ეხმარებოდა მათ. მან საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო მათთვის (1 იოანე 3:16). იესოს მსგავსად, ნამდვილი ქრისტიანები მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც ავლენენ ერთმანეთისადმი სიყვარულს.

3. რა არის ნამდვილი ქრისტიანების უმთავრესი საქმე?

იესომ თავის მოწაფეებს მნიშვნელოვანი საქმე დაავალა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაგზავნა ისინი, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგათ“ (ლუკა 9:2). პირველი საუკუნის ქრისტიანები მხოლოდ თავიანთ შესაკრებელში კი არა, ხალხმრავალ ადგილებში და კარდაკარ ქადაგებდნენ (წაიკითხეთ საქმეების 5:42; 17:17). დღესაც ნამდვილი ქრისტიანები ყველგან ქადაგებენ, სადაც ხალხია. მათ უყვართ მოყვასი, ამიტომ დროსა და ენერგიას არ იშურებენ, რომ ადამიანებს ბიბლიიდან დამაიმედებელი და მანუგეშებელი ცნობა გადასცენ (მარკოზი 12:31).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რით გამოირჩევიან ნამდვილი ქრისტიანები.

4. ისინი აფასებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას

პირველი საუკუნის ქრისტიანები აფასებდნენ ღვთის სიტყვას.

დღეს ბევრი, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, არ აფასებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ აქციეს ზურგი ქრისტეს მოძღვრებებს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანულმა ეკლესიებმა?

იესო ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვიდან ასწავლიდა. წაიკითხეთ იოანეს 18:37 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • იესოს სიტყვების თანახმად, როგორ გავიგოთ, ვინაა ჭეშმარიტების მხარეს?

5. ისინი ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიან

პირველი საუკუნის ქრისტიანები ქადაგებდნენ.

ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს დავალება მისცა. ნამდვილი ქრისტიანები ამ დავალებას დღესაც ასრულებენ. წაიკითხეთ მათეს 28:19, 20 და საქმეების 1:8; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა მასშტაბებს მიაღწევდა სამქადაგებლო საქმე?

6. ისინი ცხოვრობენ ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად

რამ დაარწმუნა ერთი მამაკაცი, რომ ჭეშმარიტება იპოვა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ აუცრუვდა ტომასს გული რელიგიაზე?

  • როგორ დაინახა მან, თუ ვინ არიან იესოს ნამდვილი მიმდევრები?

რწმენას მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმეებით ვამტკიცებთ. წაიკითხეთ მათეს 7:21 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა უფრო მნიშვნელოვანია იესოსთვის — ჩვენი სიტყვები თუ საქმეები?

7. მათ უყვართ ერთმანეთი

პირველი საუკუნის ქრისტიანები სიყვარულს ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ.

ქრისტიანები მზად არიან, ერთმანეთისთვის თავიც კი გაწირონ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რამ აღძრა ლოიდი, ჯეკისთვის თავი საფრთხეში ჩაეგდო?

  • თქვენი აზრით, რაზე მოწმობს მისი საქციელი?

წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ უნდა მოეპყრონ იესოს მოწაფეები ანუ ნამდვილი ქრისტიანები სხვა ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლებს?

  • როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ომის დროს?

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ყველა გზა ღმერთამდე მიდის“.

  • რომელი ბიბლიური მუხლით აუხსნიდით, რომ ეს ასე არაა?

შეჯამება:

ნამდვილი ქრისტიანები ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობენ, თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ და ბიბლიიდან ნასწავლს სხვებს უზიარებენ.

გასამეორებელი კითხვები:

  • რაზე აფუძნებენ თავიანთ მრწამსს ნამდვილი ქრისტიანები?

  • რომელი თვისებით გამოირჩევიან ისინი?

  • რა არის მათი უმთავრესი საქმე?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ მეტი იეჰოვას მოწმეებზე, რომლებიც ცდილობენ, იესოს მაგალითს მიჰყვნენ და მისი მცნებები დაიცვან.

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (1:13)

წაიკითხეთ, როგორ იპოვა ყოფილმა მონაზონმა ჭეშმარიტება.

„ყველა ჩემს კითხვას ისინი ბიბლიიდან პასუხობდნენ“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილი, 2014)

შეიტყვეთ, როგორ უდგანან მხარში ნამდვილი ქრისტიანები გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს.

„როგორ ვეხმარებით და-ძმებს სტიქიური უბედურებების დროს“ (ნაწყვეტი) (3:57)

გაიგეთ, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, როგორ ცხადყოფენ დღეს ნამდვილი ქრისტიანები, რომ იესოს მცნებებს იცავენ.

„როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 მარტი, 2012)