არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

26-ე გაკვეთილი

რა იწვევს ბოროტებასა და ტანჯვას?

რა იწვევს ბოროტებასა და ტანჯვას?

როდესაც უბედურება ხდება, ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ მოხდა ასე. საბედნიეროდ, ბიბლია პასუხის გარეშე არ გვტოვებს.

1. როგორ გაჩნდა ბოროტება?

სატანა ეურჩა ღმერთს. მან ღვთის ქმნილებებზე ბატონობა მოისურვა, ამიტომ პირველ მამაკაცსაც და ქალსაც ღვთისადმი ურჩობისკენ უბიძგა. ამ მიზნის მისაღწევად მან სიცრუეს მიმართა (დაბადება 3:1—5). სატანამ ევას აფიქრებინა, რომ იეჰოვა რაღაც კარგს უმალავდა მათ, და გადაკვრით უთხრა, რომ უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ ღვთისადმი მორჩილებაზე იტყოდნენ უარს. შემდეგ კი განაცხადა, რომ არ მოკვდებოდნენ. ეს პირველი ტყუილი იყო, რომელიც კი ოდესმე წარმოთქმულა. ამიტომაცაა ბიბლიაში ნათქვამი, რომ სატანა „ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).

2. რა არჩევანი გააკეთეს ადამმა და ევამ?

იეჰოვას წყალობით ადამსა და ევას არაფერი აკლდათ. ღმერთს მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ედემის ბაღში, ერთის გარდა, ყველა ხიდან შეეძლოთ ეჭამათ (დაბადება 2:15—17). თუმცა მათ სწორედ ამ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა გადაწყვიტეს. ევამ „მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა“, მოგვიანებით ადამმაც იგივე გააკეთა (დაბადება 3:6). ორივე ეურჩა ღმერთს. ადამი და ევა ყოველმხრივ უნაკლონი ანუ სრულყოფილნი იყვნენ, ამიტომ მათთვის სწორად მოქცევა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგრამ მათ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა არჩიეს. ამგვარად, შესცოდეს და ზურგი აქციეს ღმერთს, როგორც თავიანთ მმართველს. ეს არჩევანი მათ ძვირად დაუჯდათ (დაბადება 3:16—19).

3. ჩვენზე როგორ აისახა ადამისა და ევას გადაწყვეტილება?

შეცოდების შემდეგ ადამი და ევა არასრულყოფილები გახდნენ და, შესაბამისად, თავიანთ შთამომავლებსაც არასრულყოფილება გადასცეს. ბიბლიაში ადამზე ნათქვამია: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12).

პრობლემებს სხვადასხვა მიზეზით ვხვდებით: ზოგჯერ ჩვენივე არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ზოგჯერ — სხვების, ზოგჯერ კი შეიძლება უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდეთ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:11).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი არ იწვევს დღეს არსებულ ბოროტებასა და პრობლემებს. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ თანაგვიგრძნობს ღმერთი.

4. პრობლემების ნამდვილი მიზეზი

ბევრის აზრით, ღმერთი მართავს მსოფლიოს. შეესაბამება ეს სიმართლეს? ნახეთ ვიდეო.

წაიკითხეთ იაკობის 1:13 და 1 იოანეს 5:19; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ღმერთია დამნაშავე დღეს არსებულ ბოროტებასა და პრობლემებში?

5. სატანის მმართველობის შედეგები

წაიკითხეთ დაბადების 3:1—6 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა ტყუილი თქვა სატანამ? (იხილეთ მე-4 და მე-5 მუხლები)

  • როგორ აფიქრებინა სატანამ ევას, რომ იეჰოვა რაღაც კარგს უმალავდა მათ?

  • როგორ გამოჩნდა სატანის ნათქვამიდან, რომ ადამიანებს ბედნიერებისთვის ღვთის მმართველობა არ სჭირდებოდათ?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა მდგომარეობაში აღმოჩნდა მსოფლიო ღვთის მმართველობის გარეშე?

  1. ა. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ და სამოთხეში ცხოვრობდნენ. მაგრამ სატანას მოუსმინეს და ზურგი აქციეს იეჰოვას.

  2. ბ. ადამისა და ევას ურჩობის შედეგია, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, ვიტანჯებით და ვკვდებით.

  3. გ. იეჰოვა ბოლოს მოუღებს ცოდვას, ტანჯვასა და სიკვდილს. ადამიანები დაიბრუნებენ სრულყოფილებას და სამოთხეში იცხოვრებენ.

6. იეჰოვა თანაგვიგრძნობს

სულერთია ღვთისთვის, პრობლემებს რომ ვხვდებით? ნახეთ, რა დაწერეს ამაზე მეფე დავითმა და მოციქულმა პეტრემ. წაიკითხეთ ფსალმუნის 31:7 და 1 პეტრეს 5:7; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა ამჩნევს, რა ხდება ჩვენს თავს, და თანაგვიგრძნობს?

7. ღმერთი ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას

წაიკითხეთ ესაიას 65:17 და გამოცხადების 21:3, 4; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომაა მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას და გამოასწორებს მდგომარეობას?

იცოდით?

სატანამ პირველი ტყუილით იეჰოვას დასწამა ცილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის რეპუტაცია შელახა და ხალხს აფიქრებინა, რომ ღმერთი არც სამართლიანი მმართველი იყო და არც მოსიყვარულე. ახლო მომავალში იეჰოვა ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას და ამგვარად აღიდგენს რეპუტაციას, ანუ განწმენდს თავის სახელს. ის დაამტკიცებს, რომ საუკეთესო მმართველია. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ღვთის სახელის განწმენდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია (მათე 6:9, 10).

ზოგი ამბობს: „ყველაფერი ღვთის ნებით ხდება“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

დღეს არსებულ ბოროტებაში უმთავრესად სატანასა და პირველ ადამიანებს მიუძღვით ბრალი. იეჰოვასთვის სულერთი არაა ჩვენი მდგომარეობა. ის მალე ბოლოს მოუღებს ჩვენს პრობლემებსა თუ ტანჯვას.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა ტყუილი უთხრა სატანამ ევას?

  • ჩვენზე როგორ აისახა ადამისა და ევას ურჩობა?

  • საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის სულერთი არაა ჩვენი მდგომარეობა?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, ბიბლიის თანახმად, რა არის ცოდვა.

„რა არის ცოდვა?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ მეტი საკამათო საკითხზე, რომელიც სატანამ ედემის ბაღში წამოჭრა.

„რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2014)

გაიგეთ, როგორ პასუხობს ბიბლია კითხვაზე, რომელიც ბევრს აწუხებს.

„რატომ მოხდა ჰოლოკოსტი? რატომ არ შეაჩერა ღმერთმა ეს მასობრივი ჟლეტა?“ (სტატია ვებგვერდზე)

ნახეთ, როგორ გაიგო ერთმა ახალგაზრდამ ბოროტების ნამდვილი მიზეზი.

„მე მარტო აღარ ვარ“ (5:09)