არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვფიქრობ საკუთარ გარეგნობაზე?

მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვფიქრობ საკუთარ გარეგნობაზე?

 ტესტი: მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ გარეგნობაზე?

  1.   ქვემოთ მოყვანილი ვარიანტებიდან რომელი ამბობს შენს სათქმელს?

    •  არასოდეს მომწონს ჩემი გარეგნობა.

    •  ხანდახან მომწონს ჩემი გარეგნობა.

    •  ყოველთვის მომწონს ჩემი გარეგნობა.

  2.   რას შეცვლიდი საკუთარ გარეგნობაში?

    •  სიმაღლეს

    •  წონას

    •  აღნაგობას

    •  თმას

    •  სახის კანს

    •  კუნთების ზომას

    •  სხვა რამეს.

  3.   დაასრულე წინადადება:

     ყველაზე მეტად მაშინ ვდარდობ საკუთარ გარეგნობაზე, როდესაც ...

    •  სასწორზე ვდგები.

    •  სარკეში ვიხედები.

    •  საკუთარ თავს სხვებს ვადარებ (მეგობრებს, მოდელებს, კინოვარსკვლავებს და ა.შ).

  4.   დაასრულე წინადადება:

     სასწორზე ვდგები ...

    •  ყოველდღე.

    •  ყოველკვირა.

    •  ათ დღეში ერთხელ.

  5.   ქვემოთ მოყვანილი ვარიანტებიდან რომელი გამოხატავს თქვენს თვალსაზრისს ყველაზე უკეთ?

    •  უშნო აღნაგობა მაქვს (მაგალითი: „ყოველთვის, როცა სარკეში ვიყურები, ვფიქრობ, რომ ჩემზე უშნო და სქელი არავინაა. ხანდახან შიმშილით ვიკლავ თავს, რომ ერთი-ორი კილო დავიკლო“, — სერენა).

    •  ნორმალური აღნაგობა მაქვს (მაგალითი: „ყოველთვის შევნიშნავთ საკუთარ გარეგნობაში ისეთ რამეს, რაც არ მოგვეწონება, მაგრამ ბევრ რამეს უნდა შევეგუოთ. უაზრობაა, იდარდო იმაზე, რასაც ვერ შეცვლი“, — ნათანია).

 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ იმაზე მეტი არ ვიფიქროთ საკუთარ თავზე, „ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ“ (რომაელები 12:3). თუმცა, ბუნებრივი და აუცილებელიც კია, რომ რაღაც დოზით ვიფიქროთ საკუთარ გარეგნობაზე. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ პირის ღრუს ჰიგიენაზე და ვინარჩუნებთ სისუფთავეს.

 რა უნდა გააკეთო, თუ ხშირად უკმაყოფილო ხარ საკუთარი გარეგნობით და მეტისმეტად ბევრს ფიქრობ საკუთარ ფიგურაზე? თუ ასეა შენს შემთხვევაშიც, კარგია, თუ საკუთარ თავს დაუსვამ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

 რატომ მგონია, რომ უშნო აღნაგობა მაქვს?

 შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე მიზეზი:

  •  მედიის გავლენა. „ახალგაზრდები ყოველდღიურად უამრავ ფოტოს აწყდებიან, რომელზეც თვალტანადი გოგო-ბიჭები არიან გამოსახული. ამიტომ, ფიქრობენ, რომ თუ თავადაც ასეთი ტანწერწეტები და ლამაზები არ იქნებიან, ყველაფერი აზრს კარგავს“ (კელი).

  •  მშობლების გავლენა. „დავაკვირდი, რომ თუ დედა მეტისმეტად ბევრს ფიქრობს საკუთარ გარეგნობაზე, ხშირად ქალიშვილებიც მათ ჰბაძავენ. იმავეს თქმა შეიძლება მამებსა და ვაჟებზეც“ (რიტა).

  •  არაადეკვატური თვითშეფასება. „მათ, ვისაც მეტისმეტად ადარდებთ საკუთარი გარეგნობა, გამუდმებით ელიან სხვებისგან ქათინაურებს, რათა ღირსების გრძნობა აუმაღლდეთ. ამიტომ, მათ გვერდით ყოფნა დამღლელია!“ (ჯინა).

 რაც უნდა იყოს მიზეზი, ჰკითხე საკუთარ თავს:

 უნდა შევიცვალო გარეგნობა?

 ნახე, რას ამბობენ შენი თანატოლები:

 „ყოველთვის ვერ შეცვლი შენს გარეგნობაში იმას, რაც არ მოგწონს. ამიტომ, მოგიწევს ისწავლო საკუთარ ნაკლთან შეგუება. თუ ასე მოიქცევი, სხვები ნაკლებად შენიშნავენ მას“ (რორი).

 „შეძლებისდაგვარად გაუფრთხილდი საკუთარ ჯანმრთელობას. თუ ჯანმრთელი იქნები, ეს შენს გარეგნობაზეც დადებითად აისახება. თუ ვინმეს უჭირს შენი კარგი თვისებების შემჩნევა და მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ის შენთან მეგობრობის ღირსი არ არის“ (ოლივია).

 უკიდურესობაში ნუ ჩავარდები. გააკეთე, რაც შეგიძლია, რათა კარგად გამოიყურებოდე. დანარჩენზე ნუ იღელვებ. თუ მეტისმეტს იფიქრებ საკუთარ გარეგნობაზე, ეს მხოლოდ ზიანს მოგიტანს (იხილე  „ჯულიას ამბავი“).

 მეორე მხრივ, გაწონასწორებული თვალსაზრისი დაგეხმარება, რეალობას გაუსწორო თვალი და ერინის მსგავსი დამოკიდებულება გქონდეს საკუთარი გარეგნობის მიმართ: „ხანდახან მეც უშნო მეგონა საკუთარი თავი, მაგრამ შევნიშნე, რომ ეს განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, როცა მხოლოდ ნაკლს ვხედავდი საკუთარ გარეგნობაში. მას შემდეგ, რაც ვარჯიში დავიწყე და საკვებსაც ჯანსაღს ვიღებ, ასეთი ფიქრები აღარ მომდის!“.

 შეიცვალე დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ!

 თუ საკუთარ აღნაგობაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გაქვს, თავს კარგად იგრძნობ და ეს შენს გარეგნობაზეც აისახება. ბიბლია დაგეხმარება, გქონდეს სწორი დამოკიდებულება ქვემოთ მოყვანილ საკითხებთან მიმართებით:

  •  კმაყოფილება. „ჯობია თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 6:9).

  •  გაწონასწორებული თვალსაზრისი ფიზიკურ ვარჯიშზე. „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8).

  •  შინაგანი სილამაზე. „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7).

 „ჩვენი განწყობა ჩვენს სახეზე აირეკლება. თუ კმაყოფილები ვართ, ამით მივიზიდავთ გარშემომყოფთ, რადგან სხვები ადვილად ამჩნევენ ჩვენს განწყობას“ (სარა).

 „სილამაზე ადვილად იქცევს ყურადღებას. მაგრამ შენი შინაგანი სილამაზითა და კარგი თვისებებით დაამახსოვრებ სხვებს თავს“ (ფილისია).

 იხილე აგრეთვე იგავების 11:22; კოლოსელების 3:10, 12; 1 პეტრე 3:3, 4.